ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი, თავი 99

1

ფსალმუნი სახოტბო. შეჰღაღადე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!

2

ემსახურეთ უფალს სიხარულით, მიდით მის წინაშე სიმღერით!

3

უწყოდეთ, რომ უფალია ღმერთი, მან შეგვქმნა ჩვენ და მისთვის ვართ ჩვენ - ხალხი მისი და ცხვარი, სამწყსო მისი.

4

შედით მის კარიბჭეებში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში - ქება-დიდებით; მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი.

5

რადგან კარგია უფალი, საუკუნოა წყალობა მისი; და თაობიდან თაობამდე - ჭეშმარიტება მისი.

1

ფსალმუნი დავითისი აღსარებისათჳს

2

ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა, ჰმონებდით უფალსა სიხარულით,

3

შევიდოდეთ მის წინაშე მხიარულებით, და უწყოდეთ, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი; მან შემქმნნა ჩუენ, და არა ჩუენ; ხოლო ჩუენ ვართ ერი მისი და ცხოვარნი სამწყსოსა მისისანი.

4

შევიდოდეთ ბჭეთა მისთა აღსარებითა და ეზოთა მისთა გალობითა; აუარებდით მას და აქებდით სახელსა მისსა,

5

რამეთუ ტკბილ არს უფალი და უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი, და თესლითი თესლამდე არს ჭეშმარიტებაჲ მისი.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566676869707172737475767778798081828384858687888990919293949596979899100101102103104105106107108109110111112113114115116117118119120121122123124125126127128129130131132133134135136137138139140141142143144145146147148149150151