ფსალმუნნი, თავი 84
გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა ფსალმუნი.
ისურვე, უფალო, ქვეყანა შენი, დააბრუნე ტყვე იაკობისა.
აპატიე დანაშაული შენს ხალხს, დაფარე ყველა მისი ცოდვა. სელა.
აგვარიდე მთელი შენი გულისწყრომა, დააცხრე შენი მრისხანება.
მოგვაქციე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, და გააუქმე შენი გაჯავრება ჩვენზე.
ნუთუ საუკუნოდ გაგვირისხდები, თაობიდან თაობამდე გააგრძელებ შენს მრისხანებას?
ნუთუ აღარ დაგვიბრუნებ სიცოცხლეს, რათა შენმა ერმა იხაროს შენით?
გვიჩვენე, უფალო, შენი წყალობა და შემწეობა გვიბოძე შენი.
მე კი მოვისმენ, თუ რას იტყვის უფალი ღმერთი; რადგან მშვიდობას იტყვის თავის ხალხზე და თავის წმიდანებზე, და აღარ გაიმეორებენ სიბრიყვეს.
მართლაც ახლოა ხსნა მისმიერი მის მოშიშთათვის, რათა დიდებამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანაში.
შეიყრებიან წყალობა და ჭეშმარიტება, სიმართლე და მშვიდობა გადაჰკოცნიან ერთიმეორეს.
ჭეშმარიტება დედამიწიდან აღმოცენდება და სიმართლე ზეციდან გადმოიხედავს.
უფალიც გვიბოძებს სიკეთეს და ჩვენი მიწა მოგვცემს ნაყოფს.
სიმართლე ივლის მის წინ და გზას გაუკაფავს მის ნაბიჯებს.
დასასრულსა, ძეთა კორესთა ფსალმუნი
გთნდა, უფალო, ქუეყანა შენი, მოაქციე ტყუჱ იაკობისი.
მიუტევენ უსჯულოებანი ერსა შენსა, დაფარენ ყოველნი ცოდვანი მათნი.
დააცხრვე ყოველი გულისწყრომა შენი, მოაქციე რისხვისაგან გულისწყრომისა შენისა.
მომაქციენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, და გარეწარაქციე რისხვაჲ შენი ჩუენგან.
ნუ უკუნისამდე მრისხავ ჩუენ, ნუცა განაგრძობ რისხვასა შენსა თესლითი თესლადმდე.
ღმერთო, შენ მომაქცინე და მაცხოვნნე ჩუენ, და ერი შენი იხარებდეს შენდამი.
მიჩუენე ჩუენ, უფალო, წყალობაჲ შენი და მაცხოვარებაჲ შენი მომეც ჩუენ.
ვისმინო მე, რასაცა მეტყოდის უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ იტყოდის იგი მშჳდობასა ერისა თჳსისა ზედა და წმიდათა მისთა ზედა და მათ ზედაცა, რომელთა მოუქცევიან გულნი მისა მიმართ.
რამეთუ ახს მოშიშთა მისთა მაცხოვარებაჲ მისი დამკჳდრებად დიდებაჲ მისი ქუეყანასა ჩუენსა.
წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ შეიმთხჳნეს, სიმართლემან და მშჳდობამან ამბორს-უყვეს.
ჭეშმარიტებაჲ ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლე ზეცით გამოჩნდა.
და რამეთუ უფალმან მოსცეს სიტკბოებაჲ, და ქუეყანამან ჩუენმან გამოსცეს ნაყოფი თჳსი.
სიმართლე მის წინაშე ვიდოდის, და დადვას გზად სლვა თჳსი. დიდებაჲ