ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი, თავი 123

1

გალობა აღსავალთა. დავითისათვის. უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, თქვას ისრაელმა,

2

უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღდგა ჩვენს წინააღმდეგ კაცი,

3

მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, რაჟამს განრისხდნენ ჩვენზე.

4

მაშინ წყლები წაგვსილავდნენ, ნაკადი გადაუვლიდა ჩვენს სულს.

5

ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.

6

კურთხეულ არს უფალი, რომ არ მიგვცა ულუფად მათთა კბილთათვის.

7

ჩვენი სული გადარჩა, ვითარცა ჩიტი მონადირის მახისაგან; მახე დაიმსხვრა და ჩვენ გადავრჩით.

8

ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია - ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.

1

არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, თქუნ ისრაჱლმან,

2

არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, რაჟამს კაცნი აღდგებოდეს ჩუენ ზედა,

3

ცხოველნიცა ვიდრემე შთამთქნეს ჩუენ, რაჟამს განრისხნა გულისწყრომა მათი ჩუენ ზედა;

4

წყალთამცა ვიდრემე დამთქნეს ჩუენ,

5

ღუარსა განჴდა სული ჩუენი. განჴდამეა სული ჩუენი წყალსა მას წინა დაუდგრომელსა?

6

კურთხეულ არს უფალი, რომელმან არა მიმცნა ჩუენ ნადირად კბილთა მათთა.

7

სული ჩუენი, ვითარცა სირი, განერა მახისა მისგან მონადირეთასა; საბრჴე შეიმუსრა, და ჩუენ განვერენით.

8

შეწევნა ჩუენი სახელითა უფლისაჲთა, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანა. დიდება

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566676869707172737475767778798081828384858687888990919293949596979899100101102103104105106107108109110111112113114115116117118119120121122123124125126127128129130131132133134135136137138139140141142143144145146147148149150151