ფსალმუნნი, თავი 86
კორახის ძეთა ფსალმუნი. გალობა. მისი საძირკველი წმიდა მთებშია.
უყვარს უფალს სიონის ბჭეები იაკობის ყველა სამკვიდროზე მეტად.
ქება-დიდებას ამბობენ შენზე, ღვთის ქალაქო. სელა.
გავახსენებ რაჰაბსაა და ბაბილონს, ვინც მე მიცნობს. აჰა, ფილისტიმი და ტვიროსი ქუშთან ერთად - ეს დაიბადა იქ.
სიონზე კი იტყვიან: ეს და ეს კაცი იშვა მის წიაღში, და უზენაესმა წარმართა იგი.
უფალი ჩაწერს ხალხთა ნუსხაში: ეს დაიბადა აქ. სელა.
მომღერლები და მესტვირენიც - ყველა ჩემი წყარო შენშია.
ძეთა კორესთა, ფსალმუნი გალობისა, საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა.
უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი უფროს ყოველთა საყოფელთა იაკობისთა.
დიდებულ ითქუა შენთჳს, ქალაქო ღმრთისაო.
მოვიჴსენო მე რააბისი და ბაბილოვნისა, რომელთა მიციან მე; და, აჰა, ესერა, უცხოთესლნი და ტჳროს და ერი ჰინდოთა, ესენი იშვნეს მუნ.
დედად სიონსა ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა, და თავადმან დააფუძნა იგი მაღალმან.
უფალი მიმოდაითქუას წიგნითა ერისათა და მთავართა ამათგან, რომელნი იყვნეს მას შინა.
ვითარ მხიარულთა ყოველთა მკჳდრობაჲ შენდამი არს.