ფსალმუნნი, თავი 122
გალობა აღსავალთა. შენსკენ აღვაპყარ ჩემი თვალები, ზეცაში მყოფო.
აჰა, ვითარცა მონათა თვალნი ბატონთა ხელისაკენ, ვითარცა თვალნი მხევლისა ქალბატონის ხელისაკენ, ისევე ჩვენი თვალები მიქცეულია ჩვენი უფალი ღმერთისაკენ, ვიდრე შეგვიწყალებდეს.
შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე, რადგან მეტისმეტად გავძეხით სიძულვილით.
საკმაოდ გაძღა ჩვენი სული უზრუნველთა დაცინვით და ამპარტავანთა სიძულვილით.
შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკჳდრებულ ხარ ცათა შინა.
აჰა, ესერა, ვითარცა თუალნი მონათანი, ჴელთა მიმართ უფალთა მათთასა და ვითარცა თუალნი მჴევალისანი, ჴელთა მიმართ დედოფლისა თჳსისათა, ეგრეთცა თუალნი ჩემნი, უფლისა მიმართ, ღმრთისა ჩუენისა, ვიდრემდის შემიწყალნეს ჩუენ.
მიწყალენ ჩუენ, უფალო, მიწყალენ ჩუენ, რამეთუ მრავლითა აღვივსენით ჩუენ შეურაცხებითა.
უფროჲსად აღივსო სული ჩუენი ყუედრებითა მდიდართაჲთა და შეურაცხებითა ამპარტავანთაჲთა.