ფსალმუნნი, თავი 117
ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
იტყვის ახლა ისრაელი: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.
იტყვის ახლა სახლი აარონისა: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.
იტყვიან ახლა მოშიშნი უფლისა: მართლაც უკუნასამდეა წყალობა მისი.
სივიწროვიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა.
უფალი ჩემთან არის - არ მეშინია, რას მიზამს კაცი?
უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს მტრებს.
უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე.
უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე.
ხალხნი ყოველნი გარს შემომერტყნენ - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
გარს შემომერტყნენ და გარემომიცვეს - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
გარს შემომერტყნენ ფუტკრებივით; ჩაქრნენ, ვითარცა ცეცხლი ძეძვისა - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
დაძგერებით მკრეს ხელი ძირს დასაცემად და უფალი შემეწია მე.
ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი და ის იქნება ჩემი მშველელი.
ხმა სიმღერისა და შეწევნისა წმიდათა კარვებში: უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის.
უფლის მარჯვენა მომაღლებულია, უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის.
არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე.
დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი არ მიმცა.
გამიღეთ ბჭენი სიმართლისა, შევალ მათ წიაღ, ვადიდებ უფალს,
ეს არის კარიბჭე უფლისა, წმიდანები შევლენ შიგ.
გადიდებ შენ, რადგან მიპასუხე და გახდი ჩემი მშველელი.
ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გხდა.
უფლისაგან მოხდა ეს, საოცარია ის ჩვენს თვალში.
ეს არის დღე, რომელიც ჰქმნა უფალმა, ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში.
გევედრებით, უფალო, გვიშველე! გევედრებით, უფალო, გაგვიმარჯვე!
კურთხეულია უფლის სახელით მომავალი; გაკურთხებთ უფლის ტაძრიდან.
ღმერთია უფალი და გაგვინათებს ჩვენ; მიაბით მსხვერპლი საბელით სამსხვერპლოს რქებზე.
ჩემი ღმერთი ხარ შენ და გადიდებ; ღმერთო ჩემო, ხოტბას შეგასხამ შენ.
ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
თქუნ სახლმან ისრაჱლისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
თქუნ სახლმან აჰრონისმან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
თქუედ ყოველთა მოშიშთა უფლისათა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა, ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ.
უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან?
უფალი არს მწე ჩემდა, მე ვიხილნე მტერნი ჩემნი.
კეთილ არს მოსავ-ყოფა უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავ-ყოფა კაცისა მიმართ;
კეთილ არს სასოებაჲ უფლისა მიმართ, ვიდრე სასოებაჲ მთავართა მიმართ.
ყოველი თესლები გარემომადგა მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
გარემომადგეს მე და მომიცვეს მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ;
მომადგეს მე, ვითარცა ფუტკარნი გოლსა, და აღეტყინნეს, ვითარცა ცეცხლი ეკალთა შორის, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ;
მივდერკ ჭენებით დაცემად, და უფალმან ჴელი აღმიპყრა მე.
ძალი ჩემი და გალობაჲ ჩემი უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ.
ჴმაჲ სიხარულისა და ცხორებისა საყოფელსა მართალთასა: მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი,
მარჯუენემან უფლისამან აღმამაღლა მე, მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი.
არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.
სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე.
განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი, შევიდე მათ შინა და აუვარო უფალსა.
ესე არს ბჭე უფლისაჲ, და მართალნი შევლენ ამას შინა.
აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ.
ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა;
უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ესე არს დღე უფლისაჲ, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.
ჵ, უფალო, მაცხოვნე მე, ჵ, უფალო, წარმიმართე მე.
კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა; გაკურთხენით თქუენ სახლითა უფლისაჲთა.
ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ; განმზადეთ დღესასწაული ჟამსა ყუავილთასა ვიდრე რქათამდე საკურთხეველისათა.
ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგიარო შენ; ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგამაღლო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ.
აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი. დიდებაჲ