ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი, თავი 42

1

განმიკითხე, ღმერთო, და გამომესარჩლე უკეთურ ხალხთან, ცბიერი და ბოროტი კაცისაგან მიხსენი.

2

რადგან შენ ნარ ღმერთი ჩემი სიმაგრისა. რად მიმატოვე? რად მაიძულე, რომ ვიარო მტრისაგან შეჭირვებულმა?

3

გამოავლინე შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი. ისინი წამიძღვებიან და მიმიყვანენ შენს წმიდა მთასთან და შენს სამკვიდროსთან.

4

და მივალ ღმერთის სამსხვერპლოსთან, ჩემი დაუშრეტელი სიხარულის ღმერთთან და გადიდებ შენ ქნარით, ღმერთო, ჩემო ღმერთო!

5

რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რას დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავაც განვადიდებ მას - ჩემს დამხსნელსა და ჩემს ღმერთს.

1

მისაჯე მე, ღმერთო, და საჯე სჯა ჩემი თესლითგან არაწმიდისა, კაცისა ცრუსა და მზაკუარისაგან მიჴსენ მე.

2

რამეთუ შენ, ღმერთი, ძალ ჩემდა ხარ; რად განმიშორებ მე, და რად მწუხარე ვარ მე ჭირითა მტერისათა?

3

გამოავლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი, ესენი მიმიძღუეს და მიმიყვანეს მე მთასა წმიდასა შენსა და საყოფელთა შენთა.

4

და შევიდე მე წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა, ღმრთისა მიმართ, რომელმან ახარა სიჭაბუკესა ჩემსა; აღგიარო შენ ბობღნითა, ღმერთო, ღმერთო ჩემო!

5

რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა. დიდება

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566676869707172737475767778798081828384858687888990919293949596979899100101102103104105106107108109110111112113114115116117118119120121122123124125126127128129130131132133134135136137138139140141142143144145146147148149150151