ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი, თავი 87

1

გალობა. ფსალმუნი კორახის ძეთა, გუნდის ლოტარს, მახალათის საკრავზე საგალობლად. მოძღვრება ჰემან ეზრახელისა.

2

უფალო, ღმერთო ჩემო მხსნელო! დღისით ვღაღადებ, ღამით - შენს პირისპირ.

3

მოვიდეს შენს წინაშე ჩემი ლოცვა, ყური მოაპყარ ვედრებას ჩემსას.

4

რადგან აღივსო სიავით სული ჩემი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს უახლოვდება.

5

შევირაცხე მკვდრების გვერდით, შევიქენი, ვითარცა კაცი უძალღონო.

6

მკვდრებს შორისა ვარ ჩაგდებული, ვითარცა მოწყლულნი, სამარეში მწოლიარენი, რომელთაც აღარ გაიხსენებ და რომელნიც შენი ხელით მოისრნენ.

7

მომათავსე ქვესკნელის ორმოში, ბნელეთში, მორევში.

8

მე დამატყდა თავს რისხვა შენი და ყველა შენი ტალღით დამტანჯე. სელა.

9

შენ განმაშორე ნაცნობნი ჩემნი, საზიზღარი გამხადე მათთვის; დამაპატიმრეს და ვერ გამოვდივარ.

10

თვალი ჩემი დანაღვლიანდა ტანჯვით; მოგიხმობდი, უფალო, ყოველდღე, შენსკენ ვიწვდიდი ხელებს.

11

ნუთუ მკვდრებისთვის მოიმოქმედებ სასწაულს? თუ მიცვალებულნი წამოდგებიან და განგადიდებენ? სელა.

12

განა საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე და შენს ჭეშმარიტებაზე - ჯოჯოხეთში?

13

შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს - დავიწყების ქვეყანაში?

14

მე კი, უფალო, შენ გევედრებოდი და დილ-დილაობით ჩემი ლოცვა წინ გეგებებოდა.

15

რად მიატოვე, უფალო, სული ჩემი, უკუიქციე პირისახე ჩემგან?

16

ღარიბი ვარ და ტანჯული ყრმობიდანვე, შენს საშინელებებს ვზიდავ, ვუძლურდები.

17

თავზე გადამიარა შენმა მრისხანებამ. შენმა შიშის ზარმა გამანადგურა.

18

გარს მივლიდნენ წყლების მსგავსად ყოველდღიურად, ყველა ერთად მერტყმოდა გარს.

19

შენ განმაშორე მოყვარე და მეგობარი, ჩემი ნაცნობნი ბნელით მოცულან.

1

დასასრულსა, მალეთისთჳს მიგებად, სიტყუაჲ გონიერებისა ეთამ ისრაიტელისა, გალობაჲ ფსალმუნი ძეთა კორესთა

2

უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ჴმა-ვყავ და ღამე წინაშე შენსა;

3

შევედინ შენ წინაშე ლოცვა ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.

4

რამეთუ აღივსო ძჳრთაგან სული ჩემი, და ცხორებაჲ ჯოჯოხეთსა მიეახლა.

5

შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღჳმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი,

6

მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარებსა, რომელთა არღა მოიჴსენე, და ესენი ჴელისა შენისაგან განეშორნეს.

7

დამდვეს მე მღჳმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.

8

ჩემ ზედა განმტკიცნა გულისწყრომა შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.

9

განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.

10

და თუალნი ჩვმნი მოუძლურდეს გლახაკებითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი.

11

მკუდართათჳს ნუ ჰყოა საკჳრველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?

12

მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?

13

საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკჳრველებაჲ შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?

14

და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვა ჩემი მიგეწიფოს შენ.

15

რადმე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?

16

გლახაკ ვარი მე და შრომასა ჩემსა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაჲ, დავმდაბლდი და შევსულბი.

17

ჩემ ზედა გარდაჴდეს რისხვანი შენნი, და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.

18

გარემომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.

19

განმაშორენ ჩემგან მეგობარი და მახლობელი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა. დიდება

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566676869707172737475767778798081828384858687888990919293949596979899100101102103104105106107108109110111112113114115116117118119120121122123124125126127128129130131132133134135136137138139140141142143144145146147148149150151