ფსალმუნნი, თავი 4
გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი, ფსალმუნი.
მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი გასაქანს, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა.
შვილნო კაცისა! როდემდე იქნება ღირსება ჩემი დამცირებული? როდემდე გეყვარებათ ამაოება და ეძიებთ სიყალბეს? სელა.
უწყოდეთ, რომ ამოირჩია ღმერთმა წმიდანი: უფალი ისმენს, ოდეს მოვუხმობ მას.
ძრწოდეთ და ნუ შესცოდავთ, გულში იზრახეთ იქვენს საწოლებში და იყუჩეთ. სელა.
შესწირეთ შესაწირავები სიმართლისა და უფალს მიენდეთ.
მრავალნი ამბობენ: ვინ გვიჩვენებს სიკეთეს? გადმოგვაფინე შუქი შენი სახისა, უფალო!
შენ მიეცი სიხარული ჩემს გულს უფრო მეტი, ვიდრე მათია პურის და მაჭრის სიუხვისას.
მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უშიშრად.
დასასრულსა გალობათასა ფსალმუნი დავითის
ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა განმივრცე მე, მიწყალე მე და ისმინე ლოცვისა ჩემისა.
ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულფიცხელ ხართ? რად გიყუარს ამაოება და ეძიებთ სიცრუესა?
გულისჴმა-ყავთ, რამეთუ საკჳრველ-ყო უფალმან წმიდაჲ თჳსი; უფალსა შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ.
განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ; რაჲ სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ.
შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისა და ესევდით უფალსა. მრავალთა თქუან: ვინ გჳჩუენოს ჩუენ კეთილი?
გამოჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისა, უფალო. მოეც სიხარული გულსა ჩემსა,
ნაყოფისაგან იფქლისა და ღჳნისა და ზეთისა მათისა განმრავლდეს.
მშჳდობით მას ზედა დავწვე და დავიძინო,