ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი, თავი 32

1

იხარეთ, მართალნო, უფალში; გულწრფელებს შეშვენით შექება.

2

ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას.

3

უგალობეთ მას გალობა ახალი, უკეთ ააწყეთ ჰანგი მოძახილით.

4

რადგან სწორია სიტყვა უფლისა და ყოველი საქმე მისი ჭეშმარიტია.

5

უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა.

6

უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო.

7

შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.

8

ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, თრთოდეს მისგან ყველა მკვიდრი სამყაროისა.

9

რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს.

10

უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს.

11

აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისნი.

12

ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც უფალია ღმერთი, ხალხი - მისდა სამემკვიდრეოდ ამორჩეული.

13

ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს.

14

თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს.

15

მან შეჰქმნა გული თითოეულისა, და სწვდება ყველა მათ საქმეს.

16

მეფეს ვერ უშველის ჯარის სიმრავლე, გმირს ვერ იხსნის დიდი ძალა.

17

უიმედოა ცხენი შველისათვის და თავისი ჯარების სიმრავლე ვერ იხსნის.

18

აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის;

19

რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილობის დროს.

20

ჩვენი სული მომლოდინეა უფლისა, ის არის დამხმარე და მფარველი ჩვენი.

21

რადგან მისით ხარობს ჩვენი გული, რადგან ვესასოებით მის წმიდა სახელს.

22

იყოს ჩვენდამი, უფალო, შენი წყალობა, რადგანაც შენზე ვამყარებთ იმედს.

1

იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ, და წრფელთა შუენის ქებაჲ.

2

აუვარებდით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისათა უგალობდით მას.

3

აქებდით მას ქებითა ახლითა, კეთილად უგალობდით მას ღაღადებითა.

4

რამეთუ წრფელ არს სიტყუაჲ უფლისაჲ და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან;

5

უყუარს წყალობაჲ და მსჯავრი უფალსა და წყალობითა უფლისაჲთა სავსე არს ქუეყანაჲ.

6

სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა - ყოველი ძალი მათი.

7

შეჰკრებს იგი, ვითარცა თხიერთა, წყალთა ზღჳსათა და დაასხამს საუნჯეთა შინა უფსკრულთა.

8

ეშინოდენ უფლისაჲ ქუეყანასა და მისგან შეიძრნედ ყოველნი დამკჳდრებულნი სოფლისანი.

9

რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს.

10

უფალმან განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ყვნის გულისსიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ყვნეს ზრახვანი მთავართანი;

11

ხოლო ზრახვა უფლისაჲ უკუნისამდე ჰგიეს და გულისსიტყუანი გულისა მისისანი - თესლითი თესლადმდე.

12

ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ გამოირჩია სამკჳდრებელად თჳსად.

13

ზეცით მოხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი;

14

განმზადებულით სამკჳდრებელით თჳსით მოხედნა ყოველთა ზედა სამკჳდრებულთა ქუეყანისათა,

15

რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისჴმა-ყუნის ყოველნი საქმენი მათნი.

16

არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თჳსითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისაჲთა.

17

ტყუინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თჳსითა არა განერეს.

18

აჰა, ესერა, თუალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა და რომელნი ესვენ წყალობასა მისსა,

19

ჴსნად სიკუდილისაგან სულთა მათთა და გამოზრდად მათდა სიყმილსა.

20

ხოლო სულმან ჩემმან დაუთმენ უფალსა, რამეთუ მწე და მფარველ არს იგი ჩუენდა;

21

რამეთუ მისა მიმართ იხარებდეს გული ჩუენი და სახელსა წმიდასა მისსა ვესვიდეთ.

22

იყავნ, უფალო, წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566676869707172737475767778798081828384858687888990919293949596979899100101102103104105106107108109110111112113114115116117118119120121122123124125126127128129130131132133134135136137138139140141142143144145146147148149150151