ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი, თავი 57

1

გუნდის ლოტბარს, ნუ მოსპობ, დავითის საგალობელი.

2

ნუთუ მართლა სიმართლეს ლაპარაკობთ, მოსამართლენო? სისწორით სჯით, ადამის ძენო?

3

არამედ გულში უკუღმართობას თხზავთ, დედამიწაზე თქვენთა ხელთა ძალმომრეობას დებთ სასწორზე.

4

გადაუხვიეს ბოროტებმა დაბადებიდანვე; გზას აცდნენ დედის მუცლიდანვე სიცრუის მქნელნი.

5

მათი შხამი მსგავსია გველის შხამისა, ყრუ ასპიტისა, ყურს რომ დაიჩულავს.

6

რომ არ ისმინოს ხმა შემლოცველთა, დაბრძენებულ მისანთ-მისნისა.

7

ღმერთო! შენ შეუმუსრე მათ კბილები თავიანთ პირში; ლომთა ეშვები მოთხარე, უფალო!

8

გაქრნენ, ვითარცა წყალი დაღვრილი; როცა ისრებს მოზიდავენ, იყოს გადამსხვრეულივით.

9

ლოკოკინასავით დაუძლურდეს, ქალის საშოდან მოწყვეტილივით ვერ იხილოს მზე.

10

ვიდრე იგრძნობდნენ თქვენი ქვაბები ძეძვს, იგი უმსაც და გამომცხვარსაც ქარში წარხვეტავს.

11

გაიხარებს წმიდანი, როცა იხილავს შურისგებას; ფეხებს დაიბანს ბოროტის სისხლში.

12

და იტყვის კაცი: აი, ნაყოფი წმიდანისა! მართლაც არსებობს ღმერთი, რომელიც ასამართლებს ქვეყნიერებას.

1

დასასრულსა, ნუ განხრწნი, დავითის ძეგლისწერისათჳს

2

ჭეშმარიტად თუ სიმართლესა იტყჳთ, სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო;

3

და რამეთუ გულსა შინა უსჯულოებასა იქმთ, ქუეყანასა ზედა სიცრუესა ჴელნი თქუენნი ნივთებენ.

4

უცხო იქმნნეს ცოდვილნი საშოთაგან, შესცთეს მუცლითგან და იტყოდეს სიცრუესა.

5

გულისწყრომა მათი მსგავს არს გუელისასა და ვითარცა ასპიტსა ყრუსა, რომელსა დაეყუნიან ყურნი მისნი,

6

რომელმან არა ისმინა ჴმაჲ მსახრვალისა და წამლისა მწამლველისაგან ბრძნისა.

7

ღმერთმან შემუსრნეს კბილნი მათნი პირსა შინა მათსა, და შუანი ლომთანი შეფქუნა უფალმან.

8

შეურაცხ იქმნენ იგინი, ვითარცა წყალი დათხეული, გარდააცუეს მშჳლდსა მისსა, ვიდრემდის მოუძლურდენ.

9

ვითარცა ცჳლი რა დადნის, ეგრეთ მოესრულნენ, დაეცა მათ ზედა ცეცხლი და არა იხილეს მზე.

10

ვიდრე არა თანა იყო ეკალთა თქუენთა ძეძჳ, ვითარცა ცხოველნი, ვითარცა რისხვით შთანთქნეს იგინი.

11

იხარებდეს მართალი, რაჟამს იხილოს შურისგებაჲ, ჴელნი მისნი დაიბანნეს სისხლითა ცოდვილისათა.

12

და თქუას კაცმან, რამეთუ არს სამე ნაყოფი მართლისა; და არს სამე ღმერთი, რომელმან საჯნეს იგინი ქუეყანას ზედა. დიდება

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566676869707172737475767778798081828384858687888990919293949596979899100101102103104105106107108109110111112113114115116117118119120121122123124125126127128129130131132133134135136137138139140141142143144145146147148149150151