ფსალმუნნი, თავი 69
გუნდის ლოტბარს, დავითის გასახსენებელი.
ისწრაფე, ღმერთო ჩემო, სახსნელად, უფალო, ჩემს დასახმარებლად.
დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი, უკუიქცნენ და დასაცინი გახდნენ ჩემი სიავის მდომნი.
დაე, უკუიქცნენ სირცხვილნაჭამნი, ვინც მეუბნება: ოჰო! ოჰო!
ილხინოს და გაიხაროს შენით ყველამ, ვინც შენ გეძიებს და გაიძახის მუდამ: „დიდია ღმერთი“, ვისაც უყვარს შველა შენმიერი.
ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ, ღმერთო, იჩქარე ჩემსკენ; ჩემი შემწე და მხსნელი ხარ შენ. უფალო, ნუ დააყოვნებ.
დასასრულსა, დავითისი, ჴსენებად, რამეთუ მაცხოვნა მე უფალმან
ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე.
ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნიქცენ და სიცხჳლეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთჳს ძჳრსა.
მიიქცენ მუნთქუესვე სირცხჳლეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!
გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო, და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაჲ შენი.
ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მჴსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი. დიდებაჲ