ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი, თავი 28

1

ფსალმუნი დავითისა. უძღვენით უფალს, ღვთის შვილებო, უძღვენით უფალს ქება-დიდება.

2

უძღვენით უფალს მისი სახელის დიდება; თაყვანი ეცით უფალს წმინდა ბრწყინვალებით.

3

ხმა უფლისა წყლებზე; დიდების ღმერთმა დაიგრგვინა; უფლის (ხმა იყო) მრავალ წყალზე.

4

ხმა უფლისა ძლიერებით, ხმა უფლისა ბრწყინვალებით.

5

ხმა უფლისა დაამსხვრევს ნაძვებს; და დაამსხვრევს ლიბანის ნაძვებს უფალი.

6

და ათამაშებს მათ ხბოსავით, ლიბანს და სირიონს - მარტორქის შვილის მსგავსად.

7

ხმა უფლისა გაჰკვეთს ცეცხლის ალს.

8

ხმა უფლისა უდაბნოს შეარყევს; შეარყევს უფალი კადეშის უდაბნოს.

9

ხმა უფლისა ნაადრევად მოამშობიარებს ირმებს და გააშიშვლებს ტყეებს; და მის ტაძარში ყოველივე ამბობს დიდებას.

10

უფალი იჯდა წარღვნის დროს და დაჯდება უფალი ხელმწიფედ უკუნისამდე.

11

უფალი ძალას მისცემს თავის ხალხს, უფალი აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით.

1

შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა,

2

შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა. შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა; თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა.

3

ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისა ქუხდა, უფალი წყალთა ზედა მრავალთა.

4

ჴმაჲ უფლისაჲ ძლიერებით, ჴმაჲ უფლისაჲ დიდად შუენიერებით.

5

ჴმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან ნაძუნი იგი ლიბანისანი.

6

და დააწულილნეს იგინი, ვითარცა ჴბო იგი ლიბანისა და საყუარელი იგი - ვითარცა შვილი მარტორქისა.

7

ჴმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისა.

8

ჴმამან უფლისამან შეძრის უდაბნო და შეაძრწუნოს უფალმან უდაბნო იგი კადისა.

9

ჴმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი და განაცხადნის მაღნარნი; და ტაძარსა წმიდასა მისსა თქუას ყოველმან ვინ დიდებაჲ მისი.

10

უფალმან წყლითრღუნა დაამკჳდრის; და დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე.

11

უფალმან ძალი ერსა თჳსსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თჳსი მშჳდობით.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566676869707172737475767778798081828384858687888990919293949596979899100101102103104105106107108109110111112113114115116117118119120121122123124125126127128129130131132133134135136137138139140141142143144145146147148149150151