ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი, თავი 48

1

გუნდის ლობტარს, კორახის ძეთა ფსალმუნი.

2

ისმინეთ ესე, ხალხო ყოველო, ყური მოაპყარით ქვეყნიერების ყველა მცხოვრებო,

3

უბრალოებმაც, დიდგვაროვნებმაც, მდიდარმა და ღარიბმა ერთად.

4

ჩემი პირი წარმოთქვამს სიბრძნეს და ჩემი გულის ფიქრი გონიერებას.

5

ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას,

6

რად შემეშინდება უბედურების ჟამს, ჩემი გზების ცოდვა გარს შემომეხვევა?

7

თავიანთი ძალით და უხვი სიმდიდრით დაიმედებულნი იტრაბახებენ.

8

ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს.

9

ძვირია მათი სულის გამოხსნა და არ ეგების უკუნისამდე.

10

რომ ცოცხლად დარჩეს სამარადისოდ და არ იხილოს საფლავი.

11

რადგანაც ხედავს: ბრძენნი იხოცებიან, ბრიყვისა და სულელის მსგავსად იღუპებიან და თავიანთ დოვლათს სხვას უტოვებენ.

12

გულში ფიქრობენ, რომ მათი სახლები მუდმივია და მათი საცხოვრებლები - თაობიდან თაობამდე; თავიანთ სახელებს უწოდებენ მამულებს.

13

ადამიანი პატივისცემაში ვერ დარჩება; მიმსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს.

14

ეს მათი გზა მათი უგუნურობაა, თუმცა შემდგომნი მათნი იწონებენ.

15

ცხვრებივით ჩაყრიან ჯოჯოხეთში; სიკვდილი მწყემსავს მათ, დილით კი წმიდანები გაბატონდებიან მათზე; და სიმაგრე მათი დაიშრიტება, საფლავია მათი სადგომი;

16

ხოლო ღმერთი დაიხსნის ჩემს სულს ჯოჯოხეთისაგან, როცა ამომიყვანს. სელა.

17

არ შეგეშინდეს, თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი სახლის დიდება.

18

რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ ჩაჰყვება მისი დიდება.

19

თუმცა თავიანთ სულს სიცოცხლეშივე აკურთხებენ და გადიდებენ შენ იმისათვის, რომ კეთილს იზამ.

20

მივა მამების თაობასთან, რომელნიც ვერასოდეს ვერ იხილავენ სინათლეს.

21

ადამიანი, რომელიც პატივისცემაშია და არ გაეგება, დამსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს.

1

დასასრულსა, ძეთა კორესთა ფსალმუნი

2

ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად-იღეთ ყოველთა, რომელნი დამკჳდრებულ ხართ სოფელსა.

3

ნაშობნი ქუეყანისანი და ძენი კაცთანი, ერთბამად მდიდარნი და გლახაკნი.

4

პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისჴმის-ყოფასა.

5

მივყო იგავსა ყური ჩემი და აღვაღო საგალობლითა იგავი ჩემი.

6

რაჲსათჳს მეშინის მე დღესა ბოროტსა, უკუეთუ უსჯულოებამან სლვათა ჩემთამან გარემომიცვას მე?

7

რომელნი ესვენ ძალსა თჳსსა და სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა თჳსისასა იქადიან,

8

ძმამან ვერ იჴსნას, იჴსნეს კაცმან? არა მისცეს ღმერთსა საჴსარი თავისა თჳსისა.

9

და სასყიდელი საჴსრად სულისა თჳსისა; და შურებოდა იგი უკუნისამდე,

10

და ცხოვნდეს სრულიად.

11

არა იხილოს მან განსახრწნელი, რაჟამს იხილნეს ბრძენნი სიკუდილად. ერთბამად უგუნური და უცნობო წარწყმდენ და დაუტეონ უცხოთა სიმდიდრე მათი.

12

და სამარენი მათნი სახლ მათდა იყუნენ უკუნისამდე და საყოფელ მათდა თესლითი თესლადმდე; სახელები მათი უწოდეს მიწასა მათსა.

13

კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

14

ესე გზაჲ არს საცთურებისა მათისა მათდა მიმართ და ამისსა შემდგომად პირითა მათითა სათნო-იყონ.

15

ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა მიეცნენ და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ; და ეუფლნენ მათ წრფელნი განთიად და შეწევნა მათი განკფდეს ჯოჯოხეთს და დიდებისა მათისაგან განვარდენ.

16

ხოლო ღმერთმან იჴსნეს სული ჩემი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა, რაჟამს შემიწყნარებდეს მე.

17

ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა;

18

რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს დიდებაჲ მისი მის თანა.

19

რამეთუ სული მისი ცხოვრებასა ოდენ მისსა იკურთხოს; აღგიაროს შენ, რაჟამს კეთილი უყო მას.

20

შევიდეს იგი ვიდრე ნათესავადმდე მამათა მისთა, ვიდრე უკუნისამდე ნათელი არა იხილოს.

21

კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. დიდება

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566676869707172737475767778798081828384858687888990919293949596979899100101102103104105106107108109110111112113114115116117118119120121122123124125126127128129130131132133134135136137138139140141142143144145146147148149150151