ფსალმუნნი, თავი 8
გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე, დავითის ფსალმუნი.
უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე, ცათა ზემოთ სწვდება შენი დიდება.
ჩვილთა და ძუძუმწოვართა ბაგეებიდან გამართე ხოტბა, რათა დაგედუმებინა შენი მტერი და შურისმგებელი.
როცა შევხედავ შენს ცას - შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე,
რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?
ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად.
გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე.
ყველა პირუტყვი - წვრილფეხა და მსხვილფეხა, ასევე ნადირი ველისა;
ფრინველი ცისა და თევზი ზღვისა, და წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ.
უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელს ქვეყანაზე.
დასასრულსა, საწნეხელთათჳს, ფსალმუნი დავითისი
უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შუენიერებაჲ შენი ზესკნელს ცათა.
პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართათა დაამტკიცე ქებაჲ მტერთა შენთათჳს, რათამცა დაიჴსნა მტერი იგი და შურისმგებელი.
რამეთუ ვიხილნე მე ცანი, ქმნილნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ.
რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას?
დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან-ჰყავ იგი.
და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ჴელთა შენთასა,
ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერჴთა მისთა. ცხოვარი და ზროხაჲ ყოველივე,
მერმეცა და პირუტყუნი ველისანი, მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი, რაოდენნი ვლენან ალაგებსა მას ზღუათასა.
უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა. დიდებაჲ