ფსალმუნნი, თავი 135
ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
ადიდეთ ღმერთი ღმერთებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
ადიდეთ უფალი უფალთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
მარტოდმარტო მოქმედი დიდ საოცრებათა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
ცათა შემქმნელი გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
შემქმნელი დიდი მნათობებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
მზისა - სამართავად დღისით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
მთვარის და ვარსკვლავებისა - ღამით სამართავად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
რომელმაც განგმირა ეგვიპტე - პირმშოებითურთ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
და გამოიყვანა ისრაელი მათი შუაგულიდან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
ხელით ძლიერით და მკლავით შემართულით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ნაჭერ-ნაჭერ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
და გაიყვანა ისრაელი მის შუაგულში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
და ჩაღუპა ფარაონი და მისი ჯარი მეწამულ ზღვაში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
რომელმაც წაიყვანა ხალხი თვისი უდაბნოში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
რომელმაც განგმირა მეფენი დიდნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
და დახოცა მეფენი ძლიერნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
სიხონი, მეფე ამორეველთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი;
ოგი, მეფე ბაშანისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
და მისცა მათი ქვეყნები სამკვიდრებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
სამკვიდრებლად ისრაელს, თავის მორჩილს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
რომელმაც ჩვენი დამცირების ჟამს გაგვიხსენა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
და გვიხსნა ჩვენი მტრებისაგან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
ადიდეთ ცათა ღმერთი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი.
აუარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ.
აუარებდით უფალსა უფალთასა, რამეთუ უკუნისამდე.
რომელმან ქმნა საკჳრველნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე.
რომელმან ქმნა ცანი გულისჴმის-ყოფით რამეთუ...
რომელმან დაამტკიცა ქუეყანა წყალთა ზედა, რამეთუ...
რომელმან ქმნა ნათელნი დიდ-დიდნი მხოლომან,
მზე მფლობელად დღისა, რამეთუ უ...
მთოვარე და ვარსკულავები ჴელმწიფებად ღამისა, რამეთუ...
რომელმან დასცა ეგჳპტე პირმშოთურთ თჳსით, რამეთუ...
და გამოიყვანა ისრაჱლი შორის მისსა, რამეთუ...
ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, რამეთუ...
რომელმან განაპო ზღუაჲ მეწამული ორად და განიყვანა ისრაჱლი შორის მისა, რამეთუ უ...
და შთასთხია ფარაო და ძალი მისი ზღუასა მას მეწამულსა, რამეთუ უ...
რომელმან განიყვანა ერი თჳსი უდაბნოდ რამეთუ...
რომელმან დასცნა მეფენი დიდ-დიდნი, რამეთუ...
და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ...
სეონ, მეფე ამორეველთა, რამეთუ...
და ოგ, მეფე ბასანისა, რამეთუ...
და მისცა ქუეყანა მათი სამკჳდრებელად, რამეთუ...
სამკჳდრებელად ისრაჱლსა, მონასა თჳსსა,
რამეთუ სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიჴსენნა ჩუენ უფალმან, რამეთუ...
და მიჴსნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან, რამეთუ...
რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ჴორციელსა, რამეთუ უ...
აუარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ...