ფსალმუნნი, თავი 120
გალობა აღსავალთა. მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა?
ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შეჰქმნა ცა და ქვეყანა.
არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი.
აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა.
უფალია შენი მცველი; უფალი, შენი მფარველი - შენი მარჯვენის გვერდით.
დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე.
უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს;
უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე.
აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა, ვინა მოვიდეს შეწევნა ჩემი?
შეწევნა ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ.
ნუ მისცემ შეძრვად ფერჴსა შენსა, არცა ჰრულეს მცველსა შენსა.
აჰა, არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაჱლისამან.
უფალმან გიცვას შენ, უფალი მფარველ შენდა ჴელსა ზედა მარჯუენესა შენსა.
მზემან დღისი შენ არა შეგწუას, არცა მთოვარემან ღამე.
უფალმან გიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა, დაიცვას სული შენი უფალმან.
უფალმან იცევინ შესლვა შენი და გამოსლვა შენი ამიერითგან და უკუნისამდე.