ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი, თავი 71

1

სოლომონის შესახებ. ღმერთო! შენი სამართალი მიეცი მეფეს და შენი სიმართლე - მეფის ძეს.

2

გაასამართლოს შენი ერი სიმართლით და შენი ღატაკნი - სამართლიანად.

3

მოუტანონ მთებმა მშვიდობა ერს და ბორცვებმა - სიმართლე.

4

გაასამართლოს ერის ღატაკნი, იხსნას შვილი ღარიბისა და დაჩაგროს მჩაგვრელი.

5

შენი შიში ექნებათ, ვიდრე მზე და მთვარეა, თაობიდან თაობამდე.

6

იგი ჩამოვა, როგორც წვიმა მოთიბულ მდელოზე. როგორც წვეთები, მიწას რომ რწყავენ.

7

მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს.

8

და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე.

9

მის წინაშე ქედს მოიდრეკენ უდაბნოს მცხოვრებნი და მისი მტრები მტვერს ალოკავენ.

10

თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; არაბეთისა და შებას მეფენი ძღვენს მოართმევენ.

11

და ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა ხალხი დაემორჩილება.

12

რადგანაც იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე.

13

შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის.

14

ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში.

15

იცოცხლებს და მისცემენ მას არაბეთის ოქროს და ილოცავენ მისთვის მუდამ, ყოველდღე აკურთხებენ მას.

16

იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე. მისი ნაყოფი იბიბინებს, ვითარცა ტყე ლიბანისა; აბიბინდებიან ქალაქებში, როგორც ბალახი დედამიწაზე.

17

მისი სახელი იქნება უკუნისამდე, ვიდრე მზე არსებობს, იბრწყინებს მისი სახელი, და იკურთხებიან მის მიერ, ყოველი ხალხი შენატრებს მას.

18

კურთხეულ არს უფალი ღმერთი, ღმერთი ისრაელისა, მარტოდ მოქმედი სასწაულისა.

19

და კურთხეულ არს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, და აივსება მისი დიდებით მთელი ქვეყნიერება. ამინ, ამინ!

20

დამთავრდა ლოცვანი დავითისა, იესეს ძისა.

1

ღმერთო, სასჯელი შენი მეუფესა მიეც და სიმართლე შენი ძესა მეუფისასა განშჯად ერისა შენისა სიმართლით და გლახაკთა შენთა განკითხვით.

2

3

მიიღედ მთათა მშჳდობაჲ ერისა და ბორცუთა სიმართლე.

4

განიკითხნეს გლახაკნი ერისანი და აცხოვნნეს ნაშობნი დავრდომილთანი და დაამდაბლოს ცილისმწამებელი.

5

და თანაეგოს მზისა და წინა მთოვარისა ნათესავით ნათესავადმდე.

6

გარდამოჴდეს ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რა ცურინ ქუეყანასა ზედა.

7

გამოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობაჲ, ვიდრემდის განკაფდეს მთოვარე.

8

და უფლებდეს იგი ზღჳთ-ზღუადმდე და მდინარითგან კიდედმდე სოფლისა.

9

ამის წინაშე პირველად ჰინდონი შეუვრდენ, და მტერნი მისნი მიწასა ლოშნიდენ.

10

მეფეთა თარშისათა და ჭალაკთა ძღუენი შეწირონ მისა, მეფეთა არაბიასთა და საბაჲსათა ძღუენი მიართუან მას.

11

და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, და ყოველნი წარმართნი ჰმონებდენ მას. ;

12

რამეთუ იჴსნა გლახაკი ძლიერისაგან და დავრდომილი, რომლისა არა იყო მწე.

13

ჰრიდოს გლახაკსა და დავრდომილსა და სულნი გლახაკთანი აცხოვნნეს.

14

აღნადგინებისაგან და სიცრუისა იჴსნნეს სულნი მათნი, და პატიოსან იყოს სახელი მისი მათ წინაშე.

15

და ცხონდეს და მოეცეს მას ოქროსა მისგან არაბიასა, და ილოცვიდეს მისთჳს სამარადისოდ, ყოველსა დღესა აკურთხევდენ მას.

16

იყოს სიმტკიცე ქუეყანასა შინა თავსა ზედა მთათასა, ზეშთა ამაღლდეს უფროს ლიბანისა ნაყოფი მისი, და ყუაოდიან ქალაქით გამო, ვითარცა თივა ქუეყანისა.

17

იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე; უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი; მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და ყოველი თესლები ჰნატრიდეს მას.

18

კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან ყვის საკჳრველი მხოლომან.

19

და კურთხეულ არს სახელი წმიდაჲ დიდებისა მისისა უკუნისამდე, და აღივსოს დიდებითა მისითა ყოველი ქუეყანა. იყავნ, იყავნ. დიდება

20

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566676869707172737475767778798081828384858687888990919293949596979899100101102103104105106107108109110111112113114115116117118119120121122123124125126127128129130131132133134135136137138139140141142143144145146147148149150151