ფსალმუნნი, თავი 109
დავითის ფსალმუნი. უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას: იჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ.
კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალი სიონიდან; იბატონე შენს მტერთა შორის.
შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს წმიდა ბრწყინვალებით; განთიადის საშოდანვე შენთანაა ნამი შენი სიყრმისა.
დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით.
უფალი შენს მარჯვნივაა, თავის რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს.
განსჯის ხალხებს, აავსებს მძორებით, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე.
ნაკადულიდან დალევს გზაში, ამიტომ მაღლა ასწევს თავს.
ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.
კუერთხი ძლიერებისა გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლებდე შორის მტერთა შენთა.
შენ თანა არს მთავრობაჲ დღესა ძლიერებისა შენისასა, ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა; საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ.
ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.
უფალი მარჯუენით შენსა, შემუსრნა დღესა რისხვისა მისისა მეფენი.
საჯოს წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნუს თავნი მრავალთანი ქუეყანასა ზედა.
ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას; ამისთჳს აღამაღლოს თავი.