ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი, თავი 46

1

გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა ფსალმუნი.

2

ხალხნო ყოველნო, შემოჰკარით ტაში, შეჰღაღადეთ ღმერთს გალობის ხმით;

3

რადგან საშიშია უფალი ზენაარი, დიდი ხელმწიფე მთელი ქვეყნისა.

4

დაგვიმორჩილებს ხალხებს და ერებს - ჩვენთა ფეხთა ქვეშ. სელა.

5

ამოგვირჩევს ჩვენს სამკვიდრებელს, მშვენებას იაკობისას, რომ შეიყვარა. სელა.

6

ამაღლდა ღმერთი შეძახილის ჟამს, უფალი - საყვირის ხმაზე.

7

უგალობეთ ღმერთს, უგალობეთ, უგალობეთ ჩვენს მეფეს, უგალობეთ.

8

რადგან მთელი ქვეყნიერების მეფეა ღმერთი; უგალობეთ გონივრულად.

9

გამეფდა ღმერთი ხალხებზე, ღმერთი ზის თავის წმიდა ტახტზე.

10

მთავარნი ხალხთა შეიკრიბნენ აბრაამის ღმერთის ხალხად, რადგან ღმერთისაა ფარნი ქვეყნისანი; ამაღლდა ფრიად.

1

დასასრულსა, ძეთა კორესთათჳს ფსალმუნი

2

ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ჴელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ჴმითა სიხარულისათა.

3

რამეთუ უფალი მაღალ არს და საშინელ და მეუფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა.

4

დაგუამორჩილნა ჩუენ ერნი და წარმართნი ქუეშე ფერჴთა ჩუენთა.

5

გამომირჩია ჩუენ სამკჳდრებელი თჳსი, შუენიერებაჲ იაკობისი, რომელ შეიყუარა.

6

ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ჴმითა საყჳრისათა.

7

უგალობდით ღმერთსა ჩუენსა, უგალობდით; უგალობდით მეუფესა ჩუენსა, უგალობდით.

8

რამეთუ მეუფე არს ყოვლისა ქუეყანისა ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით.

9

სუფევს ღმერთი წარმართთა ზედა, ღმერთი ზის საყდარსა მისსა ზედა წმიდასა.

10

მთავარნი ერთანი შეკრბეს ღმრთისა თანა აბრაჰამისა, რამეთუ ღმრთისა ძლიერნი ქუეყანით ფრიად ამაღლდეს.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566676869707172737475767778798081828384858687888990919293949596979899100101102103104105106107108109110111112113114115116117118119120121122123124125126127128129130131132133134135136137138139140141142143144145146147148149150151