ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი, თავი 45

1

გუნდის ლოტბარს, გალობა კორახის ძეთა, ალამოთის საკრავზე.

2

ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად.

3

ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ.

4

იხმაურებენ, იბობოქრებენ წყალნი მათნი, მთები შეირყევიან მათი მედიდურობით. სელა.

5

მდინარე, მისი ნაკადები გაახარებენ ღმერთის ქალაქს, წმიდა სადგომს ზენაარისას.

6

ღმერთი მის შუაგულშია; არ წაბორძიკდება, ღმერთი შეეწევა მას გარიჟრაჟზე.

7

ახმაურდნენ ხალხები, შეიძრნენ სამეფონი, გამოსცა ხმა - გაქრა ქვეყანა.

8

ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. სელა.

9

მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა დედამიწა.

10

შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ეტლებს დაბუგავს ცეცხლით.

11

შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი; ამაღლებული ხალხებს შორის, ამაღლებული ქვეყნიერებაზე.

12

ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. სელა.

1

დასასრულსა, ძეთა კორესთათჳს, დაფარულთათჳს ფსალმუნი

2

ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად.

3

ამისთჳს არა მეშინოდის ჩუენ ძრვასა ქუეყანისასა და ცვალებასა მათთასა, გულთა ზღუათასა.

4

ოხრიდეს და შეძრწუნდეს წყალნი მათნი, შეძრწუნდეს მთანი ძლიერებითა მისითა.

5

სლვა მდინარეთა ახარებს ქალაქსა ღმრთისასა; წმიდა-ყო საყოფელი თჳსი მაღალმან.

6

ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას; შეეწიოს მას ღმერთი დილითი-დილად.

7

შეძრწუნდეს წარმართნი, მიდრკეს მეფენი, მოსცა ჴმაჲ თჳსი მაღალმან და შეიძრა ქუეყანა.

8

უფალი ძალთა ჩუენთა, ჴელისაღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი.

9

მოდით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, რომელ ქმნნა ნიშები ქუეყანასა ზედა.

10

დააცადნის ბრძოლანი კიდითგან კიდედმდე ქუეყანასა; მშჳლდები შემუსროს და შეფქვას საჭურველი და ფარები დაწვას ცეცხლითა.

11

მოიცალეთ და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი; ავმაღლდე წარმართთა შორის და ავმაღლდე ქუეყანასა შინა.

12

უფალი ძალთა ჩუენ თანა, ჴელისაღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი. დიდება

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566676869707172737475767778798081828384858687888990919293949596979899100101102103104105106107108109110111112113114115116117118119120121122123124125126127128129130131132133134135136137138139140141142143144145146147148149150151