ფსალმუნნი, თავი 13
ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი“. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინ არის კეთილის მქნელი.
უფალმა ზეციდან გადმოხედა ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა, თუ არის ვინმე ჭკუათმყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს.
ყველამ უარყო, ერთაანად საძულველნი გახდნენ; არ არის მქნელი კეთილისა, ერთიც არ არის.
ნუთუ ვერ შეუგნიათ უკანონოების ჩამდენთ, ჩემი ხალხის მჭამელთ, პურს რომ სჭამენ და ღმერთს არ უხმობენ?
იქ შეკრთნენ შიშით, რადგან ღმერთი მართალთა თაობაშია.
თქვენ დასცინეთ რჩევას საწყლისას, რაკი ღმერთია მისი მფარველი.
ვინ მისცემს სიონიდან ისრაელს ხსნას? ოდეს შემოაქცევს ღმერთი თავის ხალხის ტყვეობას, მოილხენს იაკობი, გაიხარებს ისრაელი.
თქუა უგუნურმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი. განირყუნნეს და ბილწ იქმნენ იგინი უსჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ქმნნა სიტკბოებაჲ.
უფალმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, იყოს თუ ვინმე გულისხმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისაჲ.
ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს, არავინ არს, რომელმანმცა ქმნა სიტკბოებაჲ, არავინ არს მიერთამდე. სამარე ზე აღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკვიდეს, გესლი ასპიტისა ბაგეთა ქუეშე მათსა, რომელთანი პირნი წყევითა და სიმწარითა სავსე არიან, განმზადებულ არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა. შემუსრაჲ და სალმობაჲ არს გზანი მათნი, და გზანი მშჳდობისანი არ იცნეს, არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა.
არა გულისხმა-ყონ ყოველთა, რომელნი იქმან უსჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა საჭმელებრ, პურებრ,
უფალსა არა ხადეს. მუნ შეეშინა შიში, სადა-იგი არა იყო შიში,
რამეთუ ღმერთი არს თესლთა შორის მართალთასა. ზრახვასა გლახაკისასა არცხუენთ, ხოლო უფალი სასო მისსა არს.
ვინ მოსცეს სიონით ცხორებაჲ ისრაჱლსა? რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუჱ ერისა თჳსისა, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაჱლი. დიდება