ფსალმუნნი, თავი 119
გალობა აღსავალთა. უფალს ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე და მიპასუხა.
უფალო, იხსენი ჩემი სული ცრუ ბაგეთაგან, მზაკვარი ენისაგან.
რას მოგცემს შენ და რას შეგძენს შენ ენა მზაკვარი?
მეომრის მომახულ ისარს, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად.
ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან.
დიდხანს მკვიდრობდა ჩემი სული მშვიდობის მოძულეებთან.
მე მშვიდობა მსურს და რომ დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან.
ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, და ისმინა ჩემი.
უფალო, იჴსენ სული ჩემი ბაგეთაგან ცრუთა და ენისა მზაკუარისაგან.
რაჲ მოგეცეს შენ, ანუ რაჲ შეგეძინოს შენ ენისათჳს მზაკვარისა?
ისარნი ძლიერისანი ლესულ არიან ნაკუერცხალთა თანა ოჴრებისათა.
ვაჲ მე, რამეთუ განმიგრძდა მე მწირობაჲ ჩემი, და დავემკჳდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა.
მრავალ ჟამ დაიმკჳდრა სულმან ჩემმან მოძულეთა თანა მშჳდობისათა.
და მე ვიყავ მამშჳდებელ; რაჟამს ვეტყოდე მათ, იგინი მბრძოდეს მე ცუდად.