ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი, თავი 27

1

დავითისა. შენ მოგიხმობ, უფალო, ჩემო ბურჯო! ნუ დადუმდები ჩემთვის; ვაი, თუ დადუმდე ჩემთვის და დავემგვანო საფლავში ჩასულებს.

2

ისმინე ჩემი მუდარის ხმა, როცა მოგიხმობ, როცა ხელებს ავწევ შენი წმიდა ტაძრისაკენ.

3

ნუ შემაერთებ ბოროტებთან და სიყალბის მქმნელთან, რომელნიც მოყვასებთან მშვიდობაზე ლაპარაკობენ, გულში კი სიავე უდევთ.

4

მიუზღე მათ თავიანთი ნაქნარისამებრ და თავიანთი ბოროტმოქმედებისამებრ; მათთა ხელთა გაკეთებულის შესაფერისად მიუზღე მათ, გადაახდევინე მათი დამსახურებისამებრ.

5

რადგან არ ესმით მოქმედებანი უფლისა და მისთა ხელთა ნასაქმარი. ის დაანგრევს მათ და აღარ ააშენებს.

6

კურთხეულ არს უფალი, რომ შეისმინა ხმა ჩემი ვედრებისა.

7

უფალი ბურჯია ჩემი და ფარი ჩემი. მისით სასოებს ჩემი გული და დამეხმარა, და გაიხარებს ჩემი გული და ჩემი სიმღერით ვიტყვი მის ქებას.

8

უფალი ბურჯია თავისი ხალხისა და თავისი ცხებულის მხსნელი ფარია.

9

ახსენი შენი ხალხი და აკურთხე შენი სამკვიდრო; მწყემსე ისინი და მოამაღლე უკუნითი უკუნისამდე.

1

შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო; ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან, ნუ სადამე დასდუმნე ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა.

2

ისმინე, უფალო, ჴმაჲ ვედრებისა ჩემისა, ვედრებასა ჩემსა შენდამი, აპყრობასა ჴელთა ჩემთასა ტაძრისა შენისა მიმართ წმიდისა.

3

ნუ მიმზიდავ მე ცოდვილთა თანა და მოქმედთა თანა სიცრუვისათა, ნუ თანაწარმწყმედ მე, რომელნი იტყჳან მშჳდობასა მოყუსისა მათისა თანა, ხოლო უკუეთურებასა - გულთა შინა მათთა.

4

მიეც მათ, უფალო, საქმეთა მათთაებრ და უკეთურებისაებრ საქმეთა მათთასა; საქმეთაებრ ჴელთა მათთასა მიეც მათ და მიაგე მისაგებელი მათი მათვე.

5

რამეთუ არა გულისჴმა-ყუნეს საქმენი უფლისანი, არცა ქმნულსა ჴელთა მისთასა მიჰხედნეს; დაამჴუნე იგინი და არა აღაშენნე.

6

კურთხეულ არს უფალი, რამეთუ ისმინა ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა.

7

უფალი შემწე ჩემდა და მფარველ ჩემდა; მას ესვიდა გული ჩემი და შეწევნულ იქმნა, და მხიარულ იქმნნეს ჴორცნი ჩემნი და მე ნებითა ჩემითა აუვარო მას.

8

უფალი ძალ არს ერისა თჳსისა და შესავედრებელ არს ცხორებად ცხებულისა თჳსისა.

9

აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკჳდრებელი შენი. და დაჰმწყსენ და აღამაღლენ იგინი უკუნისამდე.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566676869707172737475767778798081828384858687888990919293949596979899100101102103104105106107108109110111112113114115116117118119120121122123124125126127128129130131132133134135136137138139140141142143144145146147148149150151