ფსალმუნნი, თავი 111
ადიდეთ უფალი. ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული.
ძლიერი იქნება ქვეყნიერებაზე შთამომავლობა მისი. მართალთა თაობა დაილოცება.
სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში და მისი სიმართლე მარადიულია.
ამოაბრწყინებს სიბნელეში შუქს, გულწრფელთათვის მოწყალე, შემბრალე და მართალი.
კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი - გამრთულად ილაპარაკებს სამართალში.
რადგან უკუნისამდე არ წაბორძიკდება; საუკუნოდ გასახსენებლად იქნება მართალი.
ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცეა მისი გული, მინდობილია უფალზე.
იმედნეულია გული მისი; არ შეშინდება, ოდეს იხილავს თავის მტრებს.
გაანიავა, მისცა ღატაკებს; მისი სიმართლე მარადიულია, მისი ღირსება ამაღლდება დიდებით.
ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და დადნება; ბოროტეულთა საწადელი წარიხოცება.
ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად;
ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთა იკურთხოს;
დიდებაჲ და სიმდიდრე სახლსა მისსა, და სიმართლე მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.
გამოუბრწყინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა, მოწყალე, და შემწყნარებელ და მართალ.
ტკბილსა კაცსა ეწყალინ და ავასხის და განაგნეს სიტყუანი მისნი სასჯელსა შინა;
რამეთუ უკუნისამდე არა შეირყიოს,
საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი. ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის;
განმზადებულ არს გული მისი სასოებასა უფლისასა. განმტკიცებულ არს გული მისი და არა შეეშინოს, ვიდრემდის იხილოს მტერთა მისთა.
განაბნია და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაჲ მისი ამაღლდეს დიდებითა.
ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა თჳსთა იღრჭენდეს და დადნეს, და გულისთქმა ცოდვილისა წარწყმდეს. დიდება