ფსალმუნნი, თავი 121
გალობა აღსავალთა. დავითისათვის. გავიხარე, როცა მითხრეს: უფლის სახლში წავიდეთ.
იდგნენ ფეხნი ჩვენნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო!
იერუსალიმი ნაგებია, როგორც ქალაქი ერთად შერწყმული.
რადგან იქ ავიდნენ ტომნი, ტომნი უფლისანი სამოწმებლად ისრაელისა, სადიდებლად უფლის სახელისა.
რადგან იქ იდგა ტახტები სამართლისა, ტახტები დავითის სახლისა.
ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისათვის; დამშვიდდნენ მოყვარულნი შენნი.
იყოს მშვიდობა შენს ზღუდეებში, სიმშვიდე შენს სასახლეებში.
ჩემთა ძმათა და მეგობართა გამო, ვამბობ: მშვიდობა შენ!
ჩვენი უფალი ღმერთის სახლისთვის გისურვებ სიკეთეს შენ.
ვიხარე, რომელთა მრქუეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ.
და დადგომილ იყვნეს ფერჴნი ჩემნი ეზოთა შენთა, იერუსალჱმ.
იერუსალიმი შენებულ არს, ვითარცა ქალაქი, რომლისა საყოფელ მისი მის თანა.
რამეთუ მუნ აღჴდეს ტომნი, ტომნი უფლისანი საწამებელად ისრაჱლისა და აღსარებად სახელისა უფლისა.
რამეთუ მუნ დაიდგნეს საყდარნი სასჯელისანი, საყდარნი სახლსა მას შინა დავითისსა.
იკითხეთ მშჳდობაჲ იერუსალჱმისა და განგებულებაჲ მოყუარეთა შენთა.
იყავნ მშჳდობაჲ ძალითა შენითა და მეფობაჲ გოდოლ-ტაძრებსა შენსა.
ძმათა ჩემთათჳს და მეგობართა ჩემთათჳს ვიტყოდე მე მშჳდობასა შენთჳს.
სახლისათჳს უფლისა ღმრთისა ჩუენისა გამოგითხოვე კეთილი შენ.