ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი, თავი 40

1

გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.

2

ნეტარ არს, ვინც ფიქრობს ღატაკზე. უბედურების დღეს გადაარჩენს მას უფალი.

3

უფალი დაიცავს მას და აცოცხლებს და ბედნიერი იქნება ქვეყანაზე; და არ გადასცემს მის მტრებს მათი სურვილისამებრ.

4

უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს.

5

ვთქვი მე: უფალო, შემიწყალე, განმიკურნე ჩემი სული, რადგან შეგცოდე.

6

ჩემი მტრები ავს იტყვიან ჩემზე: „როდის მოკვდება და გაქრება მისი სახელი“.

7

და თუ მოვა სანახავად, ტყუილს ილაპარაკებს; მისი გული სიცრუეს თხზავს; გარეთ გავა და ალაპარაკდება.

8

ერთთავად ჩემზე ჩურჩულებენ ყველანი, ვინც მოძულეა ჩემი; ბოროტს ფიქრობენ ჩემზე.

9

სისაძაგლე აცუნდრუკებს მას და, თუ დაწვა, ვეღარ წამოდგება.

10

ჩემთან მშვიდობიანად მყოფმაც კი, რომლის იმედიც მქონდა, რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემს წინააღმდეგ.

11

ხოლო შენ, უფალო, შემიწყალე, და წამომაყენე, და მე მივუზღავ მათ.

12

ამით ვიცოდი, რომ გიყვარდი, რომ არ გაიხარებს მტერი ჩემზე.

13

და მე ჩემი უბიწოებისათვის შემეწევი და შენს წინაშე დამაყენებ სამარადისოდ.

14

კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ, ამინ!

1

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

2

ნეტარ არს, რომელმან გულისჴმა-ყოს გლახაკისა და დავრდომილისა, დღესა ბოროტსა იჴსნას იგი უფალმან.

3

უფალმან დაიცვას იგი და აცხოვნოს იგი და სანატრელ ყოს იგი ქუეყანასა ზედა, და არა მისცეს იგი ჴელთა მტერთა მისთასა.

4

უფალი შეეწიოს მას ცხედარსა ზედა სალმობისა მისისასა; ყოველი სარეცელი მისი გარემიაქციე არაძლებასა შინა მისსა.

5

მე ვთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა.

6

მტერთა ჩემთა თქუეს ბოროტი ჩემთჳს: ოდესმე მოკუდეს და წარწყმდეს სახელი მისი.

7

და შემო-თუ-ვიდეს ხილვად, ამაოსა იტყჳნ; გულმან მისმან შეიკრიბა უსჯულოებაჲ თავისა თჳსისა; გარეგანვიდის გარე, და მასვე იტყჳნ.

8

ჩემთჳს ცუნდრუკობდეს ყოველნი მტერნი ჩემნი, ჩემთჳს ზრახვიდეს ბოროტსა.

9

სიტყუაჲ უსჯულოებისა დამდვეს ჩემ ზედა; ნუუკუე მძინარემან არღარა ნუ შესძინოსა აღდგომა?

10

და რამეთუ ამანცა, კაცმან მშჳდობისა ჩემისამან, რომელსა-იგი მე ვესევდი, რომელი ჭამდა პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემ ზედა შეტყუილი.

11

არამედ შენ, უფალო, მიწყალე მე და აღმადგინე მე, და მე მივაგო მათ.

12

ამით ვცან, რამეთუ მინებე მე, რამეთუ არა უხაროდის მტერსა ჩემსა ჩემ ზედა.

13

ხოლო მე უბიწოებითა ჩემითა შემიწყნარე და დამამტკიცე მე შენ წინაშე უკუნისამდე.

14

კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა ამიერითგან და უკუნისამდე! იყავნ, იყავნ!

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566676869707172737475767778798081828384858687888990919293949596979899100101102103104105106107108109110111112113114115116117118119120121122123124125126127128129130131132133134135136137138139140141142143144145146147148149150151