ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი, თავი 140

1

ფსალმუნი დავითისა. უფალო, შენ მოგიხმობ, გამოეშურე ჩემსკენ, მოისმინე ჩემი ხმა, რაჟამს მოგიხმობ შენ.

2

წარიმართოს ჩემი ლოცვა საკმევლად შენს წინაშე, ხელთა აღპყრობა - შესაწირავად მწუხრის ჟამისა.

3

დაუყენე, უფალო, გუშაგი ჩემს პირს, დაცვა - ჩემს ბაგეებს.

4

არ გადაახვევინო ჩემს გულს ავი სიტყვის მხარეს ბოროტ საქმეთა ჩასადენად უსჯულო კაცებთან ერთად, და ნუ ვიგემებ მათს ტკბილეულობას.

5

დაე, დამსაჯოს მართალმა, წყალობაა და მამხილოს. ზეთი თავისა არ ავნებს ჩემს თავს, რადგან კვლავაც ჩემი ლოცვა მათი ბოროტების წინააღმდეგ არის მიმართული.

6

დაიმსხვრნენ კლდის კიდეებზე მსაჯულნი მათნი და მოისმენენ ჩემს სიტყვას, რადგან სასურველია.

7

ვითარცა დახნან და გააპონ მიწაა. დაიფანტება ძვლები ჩვენი ჯოჯოხეთის ყბაში.

8

რადგან შენსკენაა, უფალო, ღმერთო ჩემო, თვალი ჩემი; შენ გესავ- ნუ დააქცევ ჩემს სულს.

9

დამიცავი მახისაგან, რომელიც დამიგეს, და ურჯულოთა ხაფანგთაგან.

10

გაებან თავიანთ ბადეებში ბოროტნი ერთიანად, ვიდრე მე გავივლიდე.

1

უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი; ისმინე ჩემი, მომხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი.

2

წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკუმეველი, შენ წინაშე, აღპყრობაჲ ჴელთა ჩემთა მსხურეპლ სამწუხროდ.

3

დასდევ, უფალო, საცო პირსა ჩემსა და კარი - ძნელი ბაგეთა ჩემთა.

4

ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა, და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა.

5

მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისა ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვა ჩუენი ნებასა მათსა.

6

დაინთქნეს მახლობელად კლდისა მსაჯულნი მათნი, ისმინენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ტკბილ არიან;

7

ვითარცა სისქე მიწისა განიპო ქუეყანასა ზედა, განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთს შინა.

8

რამეთუ შენდამი, უფალო, უფალო, თუალნი ჩემნი; შენდამი ვესავ, ნუ მიიღებ სულსა ჩემსა.

9

მიცევ მე მახისაგან, რომელ დამირწყეს მე და საცთურისაგან, რომელნი იქმან უსჯულოებასა.

10

შეითხინენ სათხეველთა მათთა ცოდვილნი; მხოლო ვარი მე, ვიდრემდის თანაწარვჰჴდე?

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566676869707172737475767778798081828384858687888990919293949596979899100101102103104105106107108109110111112113114115116117118119120121122123124125126127128129130131132133134135136137138139140141142143144145146147148149150151