ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი, თავი 29

1

ფსალმუნი დავითისა, ქება სახლის განახლებისა.

2

განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და ჩემზე მტრები არ გაახარე.

3

უფალო, ღმერთო ჩემო! მოგიხმე და შენ განმკურნე მე.

4

უფალო, შენ ამოიყვანე სული ჩემი ჯოჯოხეთიდან, და გამაცოცხლე, რომ საფლავში არ ჩავსულიყავ.

5

უგალობეთ უფალს, მისო წმიდანებო, ადიდეთ ხსენება მისი სიწმიდისა.

6

რადგან წამიერია რისხვა მისი, ხოლო სიცოცხლე - მისი სურვილით; ღამით გლოვა დაისადგურებს, ხოლო ცისკრის ჟამს - მხიარულება.

7

და მე ვთქვი ჩემი ნეტარების ჟამს: არ დავეცემი უკუნისამდე.

8

შენი სურვილით, უფალო, გადაარჩინე ჩემი მთა; დაფარე შენი სახე და - შევძრწუნდი.

9

შენ მოგიხმობ, უფალო, და ჩემს ბატონს შევევედრები:

10

რა სარგებლობა იქნება ჩემს სისხლში, როდესაც საფლავში ჩავალ? განა მტვერი შეგასხამს ხოტბას? განა შენს ჭეშმარიტებას განაცხადებს?

11

უფალო, მომისმინე და შემიწყალე, იყავი შემწე ჩემი.

12

შენ ჩემი წუხილი ცეკვად მიქციე, ძაძა გამხადე და სიხარულით შემმოსე.

13

ამისათვის გიგალობებს სული ჩემი და არ დადუმდება, უფალო, ღმერთო ჩემო! შენ გადიდებ უკუნისამდე.

1

ფსალმუნი, გალობაჲ განახლებისა სახლისა დავითისი

2

აღგამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა.

3

უფალო ღმერთო ჩემო, ღაღად-ვყავ შენდამი და განვიკურნო.

4

უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი და მიჴსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღჳმესა.

5

უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი და აუვარებდით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა.

6

რამეთუ რისხვა არს გულისწყრომასა მისსა და ცხორებაჲ არს ნებითა მისითა; მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან.

7

ხოლო მე ვთქუ განგებულებასა ჩემსა: არა შევიძრა მე უკუნისამდე.

8

უფალო. ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი; გარემიაქციე პირი შენი ჩემგან და მე შევძრწუნდი.

9

მე შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო და ღმრთისა ჩემისა მიმართ ვილოცო.

10

რამე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა? მიწამან ნუ აღგიაროსა შენ, ანუ უთხრასა ჭეშმარიტებაჲ შენი?

11

ესმა უფალსა და შემიწყალა მე და უფალი იქმნა მწე ჩემდა.

12

მოაქციე გლოვა ჩემი სიხარულად ჩემდა; განხეთქე ძაძა ჩემი და გარეშემარტყ მე სიხარული.

13

რათა გიგალობდეს შენ დიდებაჲ ჩემი და არა შევინანო. უფალო ღმერთო ჩემო, უკუნისამდე აღგიარო შენ.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566676869707172737475767778798081828384858687888990919293949596979899100101102103104105106107108109110111112113114115116117118119120121122123124125126127128129130131132133134135136137138139140141142143144145146147148149150151