ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი, თავი 113

1

როდესაც გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან, სახლი იაკობისა უცხოენოვან ხალხისაგან,

2

გახდა იუდა მისი სიწმიდე, ისრაელი - მისი სამფლობელო.

3

ზღვამ დაინახა და გაიქცა, იორდანე უკან გაბრუნდა.

4

მთები აცეკვდნენ ერკემლებივით, ბორცვნი - კრავებივით.

5

რა დაგემართა, ზღვაო, რომ გაიქეცი, და იორდანევ, უკან რომ გაბრუნდი?

6

მთებო, რას ცეკვავთ ერკემლებივით და ბორცვებო, კრავებივით?

7

უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმერთის წინაშე,

8

რომელმაც გადააქცია კლდე წყალსატევად, კაჟი - წყაროს წყლად.

9

ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე დიდება შენი წყალობით, შენი ჭეშმარიტეაით.

10

რატომ თქვან წარმართებმა: სად არის ღმერთი მათი?

11

ხოლო ჩვენი ღმერთი ზეცაშია; ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა.

12

მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი.

13

პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.

14

ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ.

15

ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან.

16

მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.

17

ისრაელო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.

18

აარონის სახლო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.

19

მოშიშნო უფლისა, მიენდეთ უფალს - შემწე და ფარია ის.

20

უფალს ვახსოვართ - გვაკურთხებს; აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს.

21

აკურთხებს უფლის მოშიშებს - პატარებს დიდებთან ერთად.

22

დაე, შეგმატოთ უფალმა თქვენ, თქვენ და თქვენს შვილებს.

23

კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ,

24

ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ.

25

არათუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი ქვესკნელს შთასული,

26

არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი!

1

გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთასა

2

იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა და ისრაჱლი საბრძანებელ მისა.

3

ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ.

4

მთანი იმღერდეს, ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი, ვითარცა კრავნი ცხოვართანი.

5

რაჲ არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ?

6

მთანი, რამეთუ იმღერდით, ვითარცა ვერძნი და ბორცუნი - ვითარცა კრავნი ცხოვართანი?

7

პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანა, პირისაგან ღმრთისა იაკობისა,

8

რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე განუკუეთელი - წყაროებად წყალთა.

9

ნუ ჩუენთჳს, უფალო, ნუ ჩუენთჳს, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ

10

წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა. ნუ სადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?

11

ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაცა უნდა, ქმნა.

12

კერპნი წარმართთანი ოქროსანი და ვეცხლისანი ქმნულნი ჴელთა კაცთანი;

13

პირ-ათქს და არა იტყჳან, თუალ-ასხენ და არა ხედვენ,

14

ყურ-ასხენ და არა ესმის, ცხჳრ-ასხენ და არა იყნოსენ,

15

ჴელ-ასხენ და არა განიხილვენ, ფერჴ-ასხენ და არა ვლენან, არცაღა ჴმობენ ჴორცითა მათითა.

16

ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ.

17

სახლი ისრაჱლისა ესვიდა უფალსა; შემწე და შემწყნარებელ არს მათდა.

18

სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა; შემწე და შესავედრებელ არს მათდა.

19

მოშიშნი უფლისანი ესვიდეს უფალსა; შემწე და მფარველ არს მათდა.

20

უფალმან მომიჴსენა ჩუენ და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი ისრაჱლისა,

21

აკურთხა სახლი აჰრონისი, აკურთხნა უფალმან მოშიშნი მისნი, მცირედნი დიდთა თანა.

22

შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა;

23

კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა.

24

ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანა მოსცა ძეთა კაცთასა.

25

არა თუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი,

26

არამედ ჩუენ ცხოველნი ვაკურთხევდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566676869707172737475767778798081828384858687888990919293949596979899100101102103104105106107108109110111112113114115116117118119120121122123124125126127128129130131132133134135136137138139140141142143144145146147148149150151