ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი, თავი 35

1

გუნდის ლოტბარს, უფლის მორჩილი დავითისა.

2

ბიწიერება ცოდვილისა ამბობს ჩემს გულში: არ არის შიში ღმერთისა მის თვალთა წინაშე.

3

რადგან ქლესაობს მასთან, თითქოს ეძებს მის დანაშაულს, რომ შეაძულოს.

4

მისთა ბაგეთა სიტყვები სიცრუე და სიყალბეა, ჭკუა არ ყოფნის, რომ კეთილი ქმნას.

5

უსამართლობას ფიქრობს თავის სარეცელზე, უკეთურ გზას ადგება, ბოროტს არ თაკილობს.

6

უფალო, ზეცაშია შენი წყალობა, ჭეშმარიტება შენი - ღრუბლებამდე.

7

სიმართლე შენი, ვითარცა მთები უფლისა, სამართალი შენი ღრმაა უფსკრულივით. ადამიანსა და პირუტყვს შენ შველი, უფალო.

8

რადგან ძვირფასია შენი წყალობა, ღმერთო და ადამის ძენი შენს ფრთათა ქვეშ აფარებენ თავს.

9

დაპურდებიან შენი სახლის ცხიმით და შენთა სიტკბოთა ხევიდან შეასვამ მათ.

10

რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა. შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.

11

მოჰფინე წყალობა შენი შენს მაღიარებლებს და სიმართლე შენი - გულწრფელებს.

12

ნუ მოაღწევს ჩემთან ფეხი ამპარტავნისა და ხელი ბოროტთა ნუ გამდევნის მე.

13

იქ დაეცნენ მოქმედნი უსამართლობისა, დავარდნენ და აღარ ძალუძთ წამოდგომა.

1

დასასრულსა, მონისა ღმრთისა ფსალმუნი დავითისი

2

თქჳს უსჯულომან ცოდვასა შინა გულსა თჳსსა, არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მისთა.

3

რამეთუ ზაკვიდა იგი წინაშე მისსა მოპოვნებად უსჯულოებისა თჳსისა და სიძულილისა.

4

სიტყუანი პირისა მისისანი - უსჯულოებაჲ და ზაკვა, არა ინება მან გულისჴმის-ყოფა კეთილისა.

5

უსჯულოებაჲ იზრახა საწოლსა ზედა თჳსსა, დადგა იგი ყოველსა გზასა არაკეთილსა და ბოროტი მას არა მოეწყინა.

6

უფალო, ზეცასა არს წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი ვიდრე ღრუბელთამდე;

7

სიმართლენი შენი, ვითარცა მთანი ღმრთისანი და განკითხვანი შენნი უფსკრულ მრავალ. კაცთა და საცხოვარსა აცხოვნებ შენ, უფალო,

8

ვითარცა განამრავლე წყალობაჲ შენი, ღმერთო. ხოლო ძენი კაცთანი საფარველსა ფრთეთა შენთასა ესვიდენ.

9

დაითვრნენ იგინი სიპოხითა სახლისა შენისათა და ღუარი საშუებელისა შენისა ასუა მათ.

10

რამეთუ შენგან არს წყარო ცხორებისა და ნათლითა შენითა ვიხილეთ ჩუენ ნათელი.

11

მოჰფინე წყალობაჲ შენი, რომელთა გიციან შენ, და სიმართლე შენი წრფელთა გულითა.

12

ნუ მოვალნ ჩემ ზედა ფერჴი ამპარტავანებისა და ჴელი ცოდვილისა ნუ შემძრავნ მე.

13

მუნ დაეცნეს ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი; განვარდენ და ვერღარა უძლონ დადგომად. დიდება

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566676869707172737475767778798081828384858687888990919293949596979899100101102103104105106107108109110111112113114115116117118119120121122123124125126127128129130131132133134135136137138139140141142143144145146147148149150151