ფსალმუნნი, თავი 130
1
გალობა აღსავალთა. დავითისათვის. უფალო, არ გავდიდგულებულვარ და თვალნი მაღლა არ ამიწევია; და არც მივლია განდიდებისა და ჩემთვის მიუწვდომლისაკენ.
2
არამედ ვაწყნარებდი და ვაყუჩებდი ჩემს სულს, ვით დედის ძუძუდან მოწყვეტილ ყრმას, ვითარცა ძუძუს მოწყვეტილი, ისეა ჩემში ჩემი სული.
3
ესავდეს ისრაელი უფალს ამიერიდან უკუნისამდე.
1
უფალო, არა ამაღლდა გული ჩემი, არცა განსცხრებოდეს თუალნი ჩემნი; არა ვიდოდე მე მდიდართა თანა, არცა უსაკჳრველესთა ჩემთა თანა,
2
არამედ დავიმდაბლე თავი ჩემი, ხოლო აღვიმაღლე სული ჩემი; ვიქმენ მე, ვითარცა ყრმა, განყენებული სძისაგან დედისა თჳსისა, რაჲთამცა მოაგე ესე სულსა ჩემსა.
3
ესევდინ ისრაჱლი უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.