ლოცვანი
აპლიკაცია

იობი, თავი 8

1

მიუგო ბილდად შუხელმა და უთხრა:

2

როდემდე უნდა ლაპარაკობდე ასე? ამოვარდნილი ქარია შენი ბაგის სიტყვები.

3

შეცვლის ღმერთი სამართალს? შეცვლის ყოვლადძლიერი სიმართლეს?

4

შენმა შვილებმა შესცოდეს მას და მანაც ხელში ჩაუგდო ისინი მათსავე დანაშაულს.

5

თუ შენ ღმერთისკენ მიისწრაფი და შეწყალებას ევედრები ყოვლადძლიერს,

6

თუ სუფთა და წრფელი ხარ, ის ახლავე იფხიზლებს შენთვის და შენს უმწიკვლო საცხოვრებელს აღგიდგენს.

7

და თუ შენი დასაბამი მცირე იყო, შენი საბოლოო დიდად გაიზრდება.

8

ერთი შეეკითხე გარდასულ თაობებს და ყურად იღე მამა-პაპის სიბრძნე.

9

(რადგან გუშინდელნი ვართ ჩვენ და არაფერი ვიცით, რადგან ჩრდილია ჩვენი დღეები ამ ქვეყანაზე).

10

განა არ დაგმოძღვრავენ და არ გეტყვიან, და გულიდან არ აღმოუტევებენ სიტყვებს?

11

თუ იზრდება ლერწამი უჭაობოდ? თუ ამოდის შამბნარი უწყლოდ?

12

ვიდრე ნედლია, არ ჭრიან და ყველა ბალახზე ადრე ჭკნება.

13

ასეთი ბოლო აქვს ყველას, ღვთის დამვიწყებელს, და უკეთურის მოლოდინი გაქარწყლდება,

14

მისი სასო წარიკვეთება და მისი იმედი ობობას სახლია;

15

დაენდობა თავის სახლს და ვერ გაუძლებს, მოეჭიდება და ვერ დაიჭერს;

16

ამწვანებულია მზის გულზე და მთელს ბაღზე გადმოშლილი აქვს ტოტები;

17

ქვების გროვაში იხლართება მისი ფესვები, ლოდებს შორის დაუდევს ბინა;

18

თუ ამოგლიჯეს თავისი ადგილიდან, უარყოფს მას, არასოდეს მინახიხარო.

19

აჰა, წარხდა სიხარული მის გზაზე! მიწიდან კი სხვა აღმოცენდება.

20

იცოდე, ღმერთი არ შეიძულებს უმწიკვლოს და ხელს არ აღუპყრობს ბოროტისმოქმედთ!

21

კიდევ აგივსებს პირს ღიმილით და ბაგეებს მხიარული ყიჟინით.

22

შენი მოძულენი სირცხვილს შეიმოსენ და უკეთურთა კარავი განქარდება.

1

მიუგო ბალდად სავქელმან და ჰრქუა:

2

ვიდრემე იტყოდი მაგას სულითა მრავლისმეტყუელითა პირითა შენითა?

3

ნუუკუე უფალმან ნაწილი საჯოს. ანუ, რომელმან ყოველივე შექმნა, ცვალოს სამართალი?

4

უკუეთუ ძეთა შენთა ცოდეს წინაშე მისსა, მოუვლინა ჴელითა უსჯულოებისა მათისათჳს.

5

ხოლო შენ აღიმსთუე უფლისა მიმართ, ყოვლისა მპყრობელისა, ვედრებით.

6

უკუეთუ წმიდა იყო და ჭეშმარიტ, ვედრებისა შენისა ისმინოს და მოგაგოს ნაყოფი სიმართლისა.

7

და იყოს პირველი იგი შენი მცირედ, ხოლო უკუნასკნელი შენი ურიცხჳ.

8

ჰკითხეღა ნათესავსა მას პირველსა და გამოიძიე ნათესავითა ნათესავად მამათა,

9

რამეთუ საწუთონი ვართ და არა ვიცით, რამეთუ აჩრდილ არს ცხორებაჲ ჩუენი ქუეყანასა ზედა.

10

ანუ არა ამათ გასწაონ და გითხრან შენ და გულისაგან გამოიხუნენ სიტყუანი?

11

ნუუკუე აღმოსცენდის ჭილი თჳნიერად წყლისა, ანუ აღმაღლდის ბანჯარი ურწყუელად? ძირთა ზედაღა იყოს

12

და ვერ მოითიბოს პირველ, ვიდრე არა მოირწყოს ყოველივე მწუანვილი, გაჴმეს იგი.

13

ესრე იყოს აწ აღსასრული ჟამთაჲ, რომელთა დაჰვიწყებიეს უფალი, რამეთუ სასოებაჲ უღმრთოთა წარწყმდეს.

14

და უმკჳდრო იყვნენ სახლნი მათნი, დედაზარდლის ქსელ იყვნენ სახლნი მათნი.

15

და-ღათუ-მტკიცნენ სახლნი მათნი. ვერვე დგენ, შე-ღათუ-იკრძალონ იგი, ვერვე დაუთმოს,

16

რამეთუ ნედლ არს იგი მზისაგან და სიხენეშისაგან მისისა მორჩი მისი გამოჴდეს.

17

შესაკრებელსა ქვათასა დაწვეს და შორის ღჳნჭათა ცხონდეს.

18

უკუეთუ შთანთქას, ადგილი იგი უარის-ყოფად დგეს მისა, არა გიხილავსა ესევითარი?

19

რამეთუ დაქცევაჲ უღმრთოთა ესე არს, ხოლო ქუეყანით სხუაჲ აღმოაცენის,

20

რამეთუ უფალმან არა განიშოროს უბიწოჲ იგი, ხოლო ყოველი ძღუენი უღმრთოთაჲ არა შეიწიროს.

21

და პირნი ჭეშმარიტთანი აღავსნეს სიცილითა და ბაგენი მათნი აღსარებითა.

22

ხოლო მტერთა მათთა შეიმოსონ სირცხვილი და ნაწილი უღმრთოთა არა იყოს.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142