ლოცვანი
აპლიკაცია

იობი, თავი 40

1

1. მიუგო უფალმა იობს და უთხრა:

2

რას ედავება ყოვლადძლიერს შარიანი კაცი? ღვთის მამხილებელი ამაზე პასუხს აგებს.

3

მიუგო იობმა უფალს და უთხრა:

4

აჰა, ნამცეცი ვარ, რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი მიდებული.

5

ერთხელ ვთქვი და მეტს აღარ ვიტყვი, მეორეჯერაც და - დავდუმდები.

6

მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:

7

შემოისარტყლე წელი მამაკაცურად, შეგეკითხები და გამაგებინე:

8

გინდა გააუქმო ჩემი სამართალი, გამამტყუნო, რომ თავად გამართლდე?

9

იქნებ ღვთისდარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გრგვინვა შეგიძლია?

10

აბა, შეიმკე დიდებით და სიდიადით! აბა, შეიმოსე ნათელი და შარავანდი!

11

აბა, გადმოაფრქვიე შენი რისხვის ცეცხლი! დახედე განდიდებულს და დააკნინე!

12

დახედე განდიდებულს და დაამდაბლე, ადგილზევე გააცამტვერე ბოროტეულნი!

13

მტვერში ჩამარხე ერთიანად და შავეთში მობურე მათი პირისახე.

14

მაშინ მეც დაგიჯერებ, რომ შენს მარჯვენას ძალუძს შენი გადარჩენა.

15

აჰა, ბეჰემოთი, შენთან ერთად რომ შევქმენი, ჭამს ხარივით ბალახს.

16

აჰა, ძალა მისი მის წელშია, მისი სიმაგრე - მუცლის კუნთებშია;

17

ნაძვივით დრეკს თავის კუდს, თეძოების ძარღვები გადაგრეხილი აქვს;

18

მისი ძვლები სპილენძის მილებია, მისი სახსრები - რკინის წნელები;

19

ის პირველია ღვთის ქმნილებებში, მხოლოდ მისი გამჩენი თუ დაჰკრავს მახვილს;

20

მთები აძლევს მას საზრდოს და ველის ყოველი მხეცი იქ ერთობა.

21

ლაქაშებში წვება, ლერწმის საფარში და ჭაობებში;

22

ლაქაშები ჩრდილს აფენს მას, ღელის ძეწნები გარს ახვევია;

23

აჰა, ბობოქრობს მდინარე, ის კი არ ფრთხება, მშვიდად არის, თუნდაც იორდანე მიეღვაროს პირში.

24

თვალით ვინ დაიჭერს მას, მახით ვინ გაუხვრეტს ცხვირს?

25

თუ ამოათრევ ანკესით ლევიათანს და ბაწრით თუ დაუბამ ენას?

26

ცხვირში თუ გაუყრი კაუჭს და ყბაში ჩანგალს თუ მოსდებ?

27

თუ დაგიწყებს ბევრ ვედრებას ანთუ ტკბილი სიტყვით დაგეუბნება?

28

თუ დაგიდებს აღთქმას ანთუ სამუდამო ყმად გაიხდი?

29

თუ დაუწყებ თამაშს, როგორც ჩიტს რასმე, თუ დააბამ შენი გოგონებისთვის?

30

თუ მოივაჭრებენ მას მოვაჭრენი, თუ დაანაწილებენ ქანაანელთა შორის?

31

თუ დაუფარავ კანს ჰოროლებით და თავს - ბარჯებით?

32

შეახე მას ხელი და გახსოვდეს ბრძოლა, მეტს აღარ ეცდები.

1

და მიუგო უფალმან ღმერთმან იობს და ჰრქუა:

2

აწ ნუუკუე შენ სასჯელსა შემძლებელისა თანა ერიდები, რომელი ამხილებდეს ღმერთსა, მიეგოს მას სიტყუაჲ.

3

მიუგო იობ და ჰრქუა უფალსა:

4

და მე რაჲ სიტყუაჲ უპოო ესოდენისა მიმართ, ჴელი დავიდვა პირსა ჩემსა?

5

ერთგზის ვიტყოდი და მერმე არღარა შევსძინო.

6

მერმე მიუგო უფალმან იობს და ჰრქუა ღრუბლით გამო:

7

ნუ ეგრე, არამედ შეირტყენ, ვითარცა მამაკაცმან წელნი შენი. მე გკითხვიდე და შენ მომიგებდე მე.

8

ნუ განაგდებ სასჯელსა ჩემსა, ანუ ჰგონებ, ვითარმცა სხუად რადმე გამოგეცხადე შენ? არამედ, რათა გამოსჩნდე მართლად.

9

აწ მკლავი შენი ნუ არსა უფლისა მიერ, ანუ ჴმისა მისებრ ჰქუხდე?

10

აღიღე სიმაღლე და ძალი, დიდებაჲ და პატივი შეიმოსე.

11

და წარავლინენ ანგელოზნი რისხვისანი, დაშრიტე, მაგინებელნი დაამდაბლენ და ამპარტავანი დაშრიტე.

12

დაალპენ უღმრთონი მეყსეულად,

13

დაჰფარენ ქუეყანასა მას გარესკნელსა ერთბამად, და პირნი მათნი გინებითა აღავსენ.

14

აღმიაროსა, ვითარმედ ძალ-უც მარჯუენესა შენსა?

15

არამედ, აჰა, ეგერა, მჴეცნიცა შენ წინაშე თივასა, ვითარცა ზროხანი, ჭამენ.

16

აჰა, ეგერა, ძალი მისი წელთა მისთა და ძლიერებაჲ მისი უპესა მუცლისასა

17

აღჰმართა ბოლოჲ მისი, ვითარცა საროჲ. ხოლო ძარღუნი მისნი შეთხზულ არიან.

18

გუერდნი მისნი გუერდნი რვალისანი და ზურგისძუალი მისი რკინაჲ დასხივებული,

19

ესე იგი არს დასაბამად დაბადებისა უფლისა, და შექმნული სამღერელად ანგელოზთა მისთა.

20

მოვიდეს მთასა მყარსა მწუერვალსა, ყვის მხიარულებაჲ ოთხფერჴთაჲ. ტარტაროსსა შიდა.

21

ქუეშე თითოფერთა ხეთა დაწჳს ჭილსა თანა ლერწამსა და ლელსა.

22

აგრილობედ მას ხენი დიდ-დიდნი მორჩითურთ და რტონი აგნისანი ნუ იყოს ღათუ.

23

წყლით-რღუნაჲ ვერ აგრძნეს, ესავნ თავსა თჳსსა მი-ღა-თუ-ჰმართის იორდანემან პირსა მისსა.

24

თუალსა მისსა შთაიწრიდოს იგი, განდრეკასა მას მისსა განუჴურიტოს ცხჳრი მისი.

25

მო-მე-ითრიოა ვეშაპი სამჭედურითა და განიღო ხრატუკი ნიღრსა მისსა?

26

ანუ ამოაცუა გრკალი ნიჩურსა მისსა და გრგოლითა განუჴურიტო ბაგე მისი?

27

და გეტყოდის შენ ვედრებით, მოქენებით ქუემო? ანუ დადვას აღთქმაჲ შენ თანა.

28

და მოიყვანთ იგი მონად საუკუნოდ?

29

და ემღერდე მას, ვითარცა მფრინველსა, ანუ შეუკრა იგი ვითარცა სირი ყრმასა?

30

განძღენ მით წარმართნი და განიყონ იგი ზღჳსკიდისა ნათესავთა?

31

ყოველნი ღათუ მენავენი შეკრბენ, ვერ მოიღონ ერთი ქეცი ბოლოჲსა მისისაჲ და ნავებითა მესათხევლეთათა თავი მისი.

32

ანუ დასდვა ჴელი შენი მას ზედა და მოიჴსენო ბრძოლაჲ იგი, რომელი იყო ჴორცთა მისთა ზედა. და ნუღარა იყოფინ.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142