ლოცვანი
აპლიკაცია

იობი, თავი 23

1

მიუგო იობმა და უთხრა:

2

დღესაც მწარე იქნება ჩემი სიტყვა. ჩემი სატანჯველი უფრო მძიმეა, ვიდრე კვნესა ჩემი.

3

ნეტავი მაცოდინა, როგორ ვიპოვო იგი, როგორ მივიდე მის სამყოფლამდე?

4

წინ დავუდებდი ჩემს სარჩელს და მხილებებით ავივსებდი პირს.

5

გავიგებდი მის საპასუხო სიტყვებს და მივხვდებოდი, რასაც მეტყოდა.

6

მთელი ძალით ხომ არ დამიწყებდა დავას? არა! მომისმენდა მხოლოდ.

7

იქ დაიწყებდა მართალი მის მხილებას, მე კი საბოლოოდ თავს დავიხსნიდი ჩემი მსაჯულისგან.

8

აჰა, წინ მივდივარ, არა ჩანს; უკან მივდივარ და ვერ ვაგნებ მას.

9

მარცხნივ საქმეშია და ვერ ვხედავ; მარჯვნივ იმალება და ვერ ვამჩნევ.

10

მაგრამ მან იცის ჩემი ასავალ-დასავალი; გამომცადოს და ოქროსავით გამოვდნები.

11

მის კვალზე იდგა ჩემი ფეხი, მის გზას ვიცავდი განუხრელად.

12

მისი ბაგეების მცნებათაგან არ გადამიხვევია; უბეში დავიუნჯე მისი პირის სიტყვები.

13

ის ერთადერთია - ვინ გადაათქმევინებს? რასაც მოისურვებს მისი სული, იმას გააკეთებს.

14

ბოლომდე შეასრულებს ჩემს წილხვედრილს - ასეთი ბევრი აქვს მას.

15

ამიტომაც ვძრწივარ მის წინაშე, ჩავუფიქრდები და მეშინია მისი.

16

ღმერთმა დააძაბუნა ჩემი გული და შემაძრწუნა ყოვლადძლიერმა.

17

ბარემ დავიღუპო უკუნეთში და ბნელმა დამიფაროს სახე!

1

მიუგო იობ და ჰრქუა:

2

და აწ, ესერა, მე თჳთ უწყი, რამეთუ ჴელთა ჩემთაგან არს მხილებაჲ ჩემი და ჴელი მისი მძიმე იქმნა ჩემ ზედა სულთქმითა.

3

ვინმე უკუე ცნას, ვითარმედ ვპოვო იგი და მოვიდეს სრულიად?

4

და მითხრას თავისა ჩემისა სასჯელი და პირი ჩემი აღავსოს მხილებითა.

5

და ვცნა მხილებაჲ იგი, რომელი მრქუა მე და ვაბრძნე, რაჲ-იგი მითხრას მე.

6

და მრავლითა ძალითა ზედამომიჴდეს მე და მერმე თუ თქმითა არა მიჴმიოს მე,

7

რამეთუ ჭეშმარიტებაჲ და მხილებაჲ მის მიერ არს და გამოიღოს სრულიად სასჯელი ჩემი.

8

და მძღურად წარვიდე და არღარა ვარ, ხოლო უკუანასკნელი მისი ვინმე იცის?

9

მარცხენე მისი მოყო და ვერ დავემტკიცე. შემახოს მარჯუენე და ვერ ვიხილო,

10

რამეთუ იცნის მან გზანი ჩემნი და გამომიძინა მე, ვითარცა ოქროჲ

11

და გამოვიდე მე მცნებითა მისითა, რამეთუ გზანი მისნი დავიმარხენ და არა გარდავაქციო,

12

რამეთუ მცნებათა მისთა არა გარდავჴდე, რამეთუ წიაღთა ჩემთა დავიფარენ სიტყუანი მისნი.

13

უკუეთუ მან თავადმან ესრეთ საჯა, ვინ არს სიტყჳსმგებელ მისა? და რაჲცა-იგი მას უნდა და ქმნა.

14

ამისთჳს მისა მიმართ ვისწრაფე და სწავლასა შინა მისსა ვიზრუნე

15

მისთჳს ამას ზედა. პირისა მისისაგან ვიწყო, განვიცადო და შეგზრუნდე მისგან.

16

უფალმან მოაჩჩო გული ჩემი და ყოვლისა მპყრობელმან მოსწრაფებაჲ მცა მე.

17

არა ვჰგონებდ, ვითარმედ მომიჴდეს მე ბნელი და წინაშე პირსა ჩემსა დაფარა წყუდიადმან.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142