ლოცვანი
აპლიკაცია

იობი, თავი 17

1

შემემუსრა სული, ჩამიქრა დღეები, საფლავი მზადაა ჩემთვის.

2

მხოლოდ მქირდავნი მარტყიან გარს და მათგან სიმწრით აღამებენ ჩემი თვალები.

3

მომხედე, გამიწიე თავდებობა შენს წინაშე! ხელს ხელზე სხვა ვინ დამკრავს?

4

რადგან დახურე მათი გული გონიერებისთვის, ამიტომაც არ აღაზევებ მათ.

5

ვინც მეგობრებს გასცემს ანგარებით, მათ შვილებს თვალის ჩინი აკლდება.

6

ხალხის საარაკოდ გამხადა და პირში საფურთხებლად ვიქეცი.

7

დარდისაგან თვალი დამევსო და დამიჭლევდა სხეულის ასოები.

8

გაოგნდებიან ამის გამო წრფელნი და უბრალონი უღვთოებს აუმხედრდებიან.

9

მართალი თავის გზას დაიჭერს და ხელწმიდა კაცი ძალას მოიცემს.

10

თქვენ კი, მობრუნდით, მოდით ყველანი; ბრძენს მაინც ეერ ვპოვებ თქვენს შორის.

11

ჩაიარეს ჩემმა დღეებმა, გამიქარწყლდა ზრახვები - ჩემი გულის მონაგარი.

12

ისინი ღამეს დღედ აქცევენ, მიადგა ნათელი წყვდიადის პირს.

13

თუ მოველი რასმე - ქვესკნელს, ჩემს სახლს; წყვდიადში გავშალე ჩემი სარეცელი.

14

საფლავს ჩავძახე: მამა ხარ ჩემი! ჭიაღუებს - ჩემი დედა და ჩემი და ხართ-მეთქი!

15

სადღაა ახლა ჩემი იმედი? ვინღა დაინახავს ჩემს იმედს?

16

ჩავა ქვესკნელის კარიბჭეებისკენ, სადაც ერთად გვექნება სავანე მტვერში.

1

მოვისპები მე სულითა მიმოტაცებულითა, ვევედრები დაფლვად და ვერ მივემთხუევი.

2

ვიურვი და დავშრები და რაჲ ვყო, რამეთუ მიმპარეს მონაგები ჩემი უცხოთა.

3

ვინ არს ესე? ჴელი მომეცინ მე!

4

რამეთუ გული მათი დამალეს გონიერებისაგან, ამისთჳს არა აღამაღლნე იგინი?

5

ნაწილი მიუთხრას უკეთურებისა. თუალნი მისნი ძეთა მისთა ზედა დადნეს.

6

დამდევ მე სასიტყუელად თესლებსა შორის და საცინელ მათდა ვიქმენ.

7

დაბრმობილ არიან რისხვისაგან თუალნი ჩემნი, მოცვულ ვარ მე დიდძალად ყოველთა მიერ.

8

უკჳრდინ ჭეშმარიტთა ამათ ზედა და მართალი უსჯულოსა ზედა აღდეგინ!

9

აქუნდინ მორწმუნესა გზაჲ თჳსი და წმიდამან ჴელითა მოიღენ ნუგეშინის-ცემაჲ.

10

არა ეგრე, არამედ ყოველნი ჰჴდებოდეთ და მოვედით, რამეთუ არა ვპოებ თქუენ თანა ჭეშმარიტებასა.

11

დღენი ჩემნი წარჴდეს მყრალობასა შინა და განსთქდა აპკაჲ გულისა ჩემისაჲ.

12

ღამე იგი დღედ დავდევ; ნათელი ახლოს არს პირსა წინაშე ბნელისასა.

13

და-ღა-თუ-ვითმინო, ჯოჯოხეთივე არს სახლ ჩემდა და წყუდიადსა შინა დარეცილ არს სარეცელი ჩემი.

14

სიკუდილსა ვხადე მამად ჩემდა და დედად და დად ჩემდა საძაგელებასა.

15

სადა უკუე არს სასოებაჲ ჩემი? ანუ კეთილი ჩემი ოდესმე ვიხილო?

16

ანუ ჩემ თანა ჯოჯოხეთად შთავიდენ, გინა თუ ერთბამად მიწად დაჰჴდეთ

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142