ლოცვანი
აპლიკაცია

იობი, თავი 26

1

მიუგო იობმა და უთხრა:

2

როდის შეწევნიხარ უძლურს? როდის აგიპყრია მკლავი უმწეოსთვის?

3

რა რჩევა მიგიცია სიბრძნენაკლულისთვის და რა ბევრი ჭკუა გისწავლებია?

4

ვისით გითქვამს სიტყვა და ვისი სული გამოდიოდა შენგან?

5

აჩრდილები ძრწიან ქვეშეთში, წყლები და მისი მკვიდრნი.

6

გაშიშვლებულია მის წინაშე სულეთი და არა აქვს საფარველი ქვესკნელს.

7

განართხა ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა;

8

ღრუბლებში შეანივთა წყალი და ფსკერი არ ერღვევა მათ ქვეშ ღრუბელს;

9

შებურა მთვარის პირისახე, თავის ნისლი შემოატა ირგვლივ;

10

შემოავლო წრე წყლის ზედაპირს ნათლისა და ბნელის საზღვრამდე;

11

ცის სვეტები ირყევიან და ძრწიან მის მუქარაზე;

12

თავისი ძალით დააცხრო ზღვა და თავისი გამჭრიახობით მოკლა გველეშაპი;

13

მისი სულით გაბრწყინდა ცა, განგმირა მისმა ხელმა გაქცეული გველი.

14

აჰა, მისი გზების კიდეები! რა ჩურჩული გვსმენია მისგან? ვინ გაიგებს მისი ძლიერების გრგვინვას?

1

მიუგო იობ და ჰრქუა:

2

ვის კერძო ხარ, ანუ ვისა შეწევნაჲ გეგულების? არამეა, რომელი მრავლითა ძალითა და მკლავი მისი ძლიერ არს?

3

ანუ ვის აზრახო, არამეა, რომლისა მიერ არს ყოველი სიბრძნე?

4

ანუ ვისმე შეუდგე, არამეა, რომლისა მიერ არს სიმდიდრე ძლიერებისაჲ? ვისმე უთხრენ სიტყუანი, სული ეგე ვისი არს, რომელი გამოვალს შენგან?

5

ნუ გმირთა მაჭენონ მე ქუეშე კერძო წყალთა და მოძმეთა მისთა?

6

შიშუელ არს ჯოჯოხეთი წინაშე მისსა და არა არს საფარველ წარსაწყმედელისა.

7

განჰმარტეს ბღუარი არარასა ზედა და დამოჰკიდა ქუეყანაჲ არავერასა ზედა.

8

შეაყენნის წყალნი ღრუბელთა მისთა. და ვერ განსთქდეს ღრუბელნი ქუეშე მისსა,

9

რომელსა უპყრიეს პირი საყდრისაჲ და გარდაართხნის მას ზედა ღრუბელნი მისნი.

10

ბრძანებითა მოამრგუალო წინაშე პირსა წყლისასა აღსრულებამდე ნათელი ბნელსა თანა,

11

და სუეტნი ცათანი აღფრინდეს და განჰკრთეს შერისხვითა მისითა.

12

ძალითა დააცხრვო ზღუაჲ და მეცნიერებითა მისითა დარეცილ არიან ღელვანი.

13

და კლიტეთა ცისათა ეშინის მისა, ბრძანებითა მოაკუდინა ვეშაპი იგი განდგომილი,

14

აჰა, ესერა, ესე არს ნაწილი გზათა მისთაჲ და მერმე კუალად სიღრმე სიტყუათაჲ ვისმინო მას შინა და ძალი იგი ქუხილისა მისისაჲ ვინ იცის, ოდეს სადა ყოს?

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142