ლოცვანი
აპლიკაცია

იობი, თავი 14

1

კაცი, ქალის ნაშიერი, დღემოკლეა და სავსეა მღელვარებით;

2

ყვავილივით გამოდის და ჭკნება; ჩრდილოეთით გარბის და კვალს არ ტოვებს.

3

და მაინც თვალს აპყრობ მას და განსასჯელად მიგყავარ შენთან?

4

ვინ შექმნის წმიდას უწმიდურისგან? არავინ.

5

თუ დასაზღვრულია მისი დღეები, თუ დათვლილი გაქვს მისი თვეები, თუ საზღვარი დაუდგინე და ვერ გადავა,

6

დაეხსენი, ნებაზე მიუშვი, რომ ქირისკაცივით გაიხაროს თავისი დღით.

7

რადგან ხესაც აქვს იმედი - თუ მოჭრიან, კვლავ განახლდება, და ყლორტები არ მოაკლდება.

8

თუ დაუბერდა მიწაში ფესვი და ღერო ჩაუკვდა ნიადაგში,

9

წყლის სუნზე კვლავ აყვავდება და ყლორტებს გამოყრის როგორც ახალნერგი.

10

მაგრამ კაცი კვდება და ძლეულია; სულს ამოუშვებს ადამიანი და სადღა არის?

11

წყალი გაედინება ზღვიდან, მდინარე იწრიტება და შრება,

12

ადამიანიც დაწვება და ვეღარ ადგება; ცათა აღსასრულამდე ვერ გაიღვიძებენ, ვერ გამოიფხიზლებენ ძილისაგან.

13

ოჰ, ნეტავ ქვესკნელში დამმალავდე, შემინახავდე, ვიდრე შენი რისხვა გადაივლიდეს! დროს დამინიშნავდე და მერე გამიხსენებდე!

14

თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? მთელი ჩემი მაშვრალობის დღეები დაველოდებოდი ჩემი ფერისცვალების დადგომამდე;

15

დამიძახებდი და მეც ხმას გაგცემდი, შენ ხელთა ქმნილება მოგენატრებოდა.

16

თუ ახლა ჩემს ნაბიჯებს ითვლი, მაშინ ჩემს ცოდვებს აღარ დაუდარაჯდებოდი.

17

დაიბეჭდებოდა გრაგნილში ჩემი შეცოდება და წარხოცავდი ჩემს დანაშაულს.

18

მაგრამ დაცემული მთა ხომ ირღვევა და კლდე ცურდება თავის ადგილიდან!

19

ქვებს აცამტვერებს წყალი, ნიაღვარი გადარეცხავს მიწას, ადამიანის იმედს კი შენ წარხოცავ.

20

ძლევ მას საბოლოოდ და მიდის ის; სახეს შეუცვლი და გაისტუმრებ.

21

პატივში იქნებიან მისი შვილები, მან კი არ უწყის; დამცირდებიან, ვერაფერს მიხვდება.

22

მხოლოდ თავისი სხეული სტკივა მას და საკუთარ თავზე გლოვობს.

1

რამეთუ კაცი ნაშობი დედათაჲ, მცირედ ცხორებული და სავსე რისხვითა,

2

გინა თუ ვითარცა ყუავილითა ყუავინ და დასცჳვის, წარჴდა, ვითარცა აჩრდილი.

3

ანუ არა მისთჳსცა სიტყუაჲვე ჰყავ და ესე შეიყვანე წინაშე სასჯელსა შენსა?

4

ვინმე უკუე წმიდაჲ იყოს მწინკულევანებისაგან? არამედ არავინ, დაღათუ ერთ დღე იყოს ცხორებაჲ მისი ქუეყანასა ზედა.

5

და აღრაცხილ თთუენი მისნი მის მიერ, ჟამადმდე დასდევ და არა გარდაჴდეს.

6

განეშორე მისგან, რათა დაყუდნეს და სათნო იყოს ცხორებაჲ თჳსი ვითარცა მორეწემან,

7

რამეთუ არს ხისა სასოება, უკუეთუ მოიკუეთის, კუალად აღმოსცენდის და მორჩი მისი არა მოაკლდეს.

8

და-ღა-თუ-ბერდეს ქუეყანასა ზედა ძირი მისი და კლდესა ზედა დაეცეს ძირი იგი მისი,

9

სულისაგან წყლისა ყუაოდისვე და ყოს ფურცელი, ვითარცა ახალნერგმან.

10

ხოლო კაციღა აღესრულა, წარჴდა, დაეცა კაცი და არღა რა იყოს,

11

რამეთუ ჟამით მოაკლდების ზღუასა, ხოლო მდინარეღა განირყუნა, განჴმა.

12

კაცმან რაჲ დაიძინა, არღარა აღდგეს, ცაჲ იყოსღა, არა შეიმოსოს და არცა განიღჳძონ ძილისაგან მათისა,

13

უკუეთუმცა ჯოჯოხეთს შიდა დამმარხე და დამფარე მე, ვიდრემდე წარჴდეს რისხვაჲ შენი და განმიჩინო მე ჟამი, ოდეს მოჴსენებაჲ ჩემი ჰყო,

14

უკუეთუ მოკუდეს კაცი, ცხონდა, რამეთუ აღასრულნა დღენი ცხორებისა მისისანი, დავითმინო ვიდრემდე კუალად ვიშვე.

15

და მერმე მიწოდე და მე ვისმინო შენი და ქმნილსა ჴელთა შენთასა ნუ განაშორებ,

16

რამეთუ აღრაცხენ გზანი ჩემნი და არარაჲ დაგავიწყდა შენ ცოდვათა ჩემთაგანი.

17

დაჰბეჭდდე უშჯულოებათა ჩემთა ვაშკარანსა შიდა და დაისწავენ იგინი, რომელნი უნებლებით გარდაჰჴდეს.

18

ხოლო მთაჲ დაცემით დაეცეს და კლდე დაძუელდეს ადგილით თჳსით.

19

ლოდნი მოაწრფელნეს წყალთა და წარღუნეს წყალთა ვრცელთა მიწაჲ ქუეყანისაჲ და მოთმინებაჲ კაცისაჲ წარსწყმიდე.

20

აჭენე მას სრულიად და წარწყმდა, მიაქციე მას პირი შენი და განავლინე.

21

გან-ღა-თუ-მრავლდეს ძენი მისნი, არავე იცის, გინა თუ შემცირდეს, ეგრეცა არავე უწყის,

22

ეგრეცა ჴორცნი მისნი ელმოდეს, ხოლო სული მისი ეგლოვდა.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142