ლოცვანი
აპლიკაცია

იობი, თავი 27

1

განაგრძო იობმა თავისი იგავების თხრობა და თქვა:

2

ღმერთს ვფიცავ, რომელმაც წამართვა სამართალი, და ყოვლად ძლიერს, რომელმაც გამიმწარა სიცოცხლე!

3

ვიდრე ვსუნთქავ და ღვთის სული მიდგას ნესტოებში,

4

თუ ჩემმა ბაგეებმა თქვან სიცრუე, და ჩემს ენას დასცდეს ტყუილი,

5

შორს ჩემგან, თუ გაგამართლოთ, სიკვდილამდე თუ გავწირო ჩემი უმწიკვლოება!

6

ჩემს სიმართლეზე ვდგავარ მტკიცედ და არ მოვეშვები; არ დავუგმივარ ჩემს გულს ჩემი დღე და მოსწრება!

7

შეირაცხოს ჩემი მტერი როგორც ბოროტეული და ჩემი წინააღმდგომი - როგორც უკეთური!

8

რადგან რისი იმედი ექნება უღვთოს, როცა გაჰკვეთს, როცა ამოართმევს სულს ღმერთი?

9

განა მის ჩივილს შეისმენს ღმერთი, როცა გასაჭირი დაადგება თავზე?

10

ყოვლადძლიერის სასოება ექნება, ღვთის ხსენებაში იქნება გამუდმებით?

11

მე გასწავლით თქვენ, რა არის ღვთის ხელი, და რაც ყოვლადძლიერთან არის, არ დავმალავ.

12

თქვენ თვითონ გინახავთ ყველას და რად გინდათ ფუჭი ლაპარაკი?

13

ასეთია ბოროტი კაცის წილი ღმერთთან და მჩაგვრელთა ხვედრი, ყოვლადძლიერისგან რომ ერგებათ.

14

თუ შვილები გაუმრავლდება, მხოლოდ მახვილისთვის, და მისი შთამომავლობა პურით ვერ გაძღება.

15

მისი დანარჩომნი სიკვდილში დაიმარხებიან და მათი ქვრივები არ დაიტირებენ მათ;

16

თუ ქვიშასავით დააგროვებს ოქროს და ზვინებად დაყრის შესამოსელს,

17

დაყრის, მაგრამ მართალი შეიმოსება და ვერცხლი უდანაშაულოს შეხვდება წილად;

18

ჩრჩილივით აშენებს თავის სახლს და დარაჯის ხულასავით აკეთებს.

19

მდიდარი წვება დასაძინებლად, მაგრამ როდემდის? გაახელს თვალს და გამქრალია ყოველივე.

20

ნიაღვარივით დაატყდება საშინელებანი, ღამით მოიტაცებს მას ქარიშხალი.

21

წაიღებს აღმოსავლეთის ქარი და წავა, ადგილიდან ახვეტავს მას.

22

მოისვრის მას და არ შეიწყალებს; ამაოდ ეცდება, დაუსხლტეს მის ხელს.

23

ხელს ხელზე შემოჰკრავს მის გამო და სტვენას დაუწყებს მისი ადგილიდან.

1

მერმე შესძინა იობ იგავით და თქუა:

2

ცხოველ არს უფალი, რომელმან დამსაჯა ესრეთ და ყოვლისა მპყრობელი, რომელმან განამწარა სული ჩემი,

3

ვიდრემდე საშუმინველი ესე ჩემი თანაღა იყოს და სული საღმრთოჲ, რომელ არს ცხჳრთა შინა ჩემთა.

4

ნუ იტყჳედ ბაგენი ჩემნი უსჯულოებასა, არცა სული ჩემი იტყოდის სიცრუესა.

5

ნუ იყოფინ, ვითარმცა მართლად გამოგაჩინენ თქუენ, ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა, რამეთუ არა განვიშორო უმანკოებაჲ ჩემი.

6

სიმართლესა ვერჩდე და არა გარდავაქციო, რამეთუ არა შემიცნობიეს თავსა ჩემსა უსჯულოებაჲ საქმედ,

7

არა ეგრე, არამედ დაღათუმცა იყუნეს მტერნი ჩემნი, ვითარცა დაქცევაჲ უღმრთოთაჲ და, რომელნი ჩემ ზედა აღდგომილ არიან, ვითარცა წარწყმედა უსჯულოთაჲ.

8

და რაჲმე არს სასოებაჲ უღმრთოთაჲ, რამეთუ გულპყრობილ არს? ესვიდეს თუ უფალსა, გან-მე-ერესა?

9

ანუ ვედრებაჲ მისი ისმინოს უფალმან? ანუ მო-ღა-უჴდეს მას ურვაჲ?

10

აქუნდესმე რაჲ კადრებაჲ წინაშე მისა? გინათუ ხადოდის რაჲ მას, ისმინოს მისი?

11

არამედ აწ გითხრა თქუენ, რაჲ-იგი ჴელსა შინა უფლისასა და რაჲ-იგი არს ყოვლისა მპყრობელისა თანა, არა ვტყუო.

12

აჰა, ესერა, ყოველთა იცით, რამეთუ ცუდად და ამაოდ ზედადამესხმით მე.

13

ესე არს ნაწილი კაცისა უღმრთოჲსაჲ უფლისა მიერ, და მონაგები ძლიერთაჲ მოიწიოს ყოვლისა მპყრობელისა მიერ მათ ზედა.

14

დაღათუ განმრავლდეს ძენი მათნი, საკლავადვე მიეცნენ, გინათუ განმწჳსნენ, პურისმთხოელ იქმნენ.

15

ხოლო, რომელნი ცოცხალღა იყვნენ მათი, სიკუდილითა მოესრულნენ. ქურივნი მათნი არავინ შეიწყალოს,

16

დაღათუ შეიკრიბოს ვითარცა მიწაჲ ვეცხლი და ზედა თიჴაჲ შეიკრიბოს ოქროჲ.

17

ესე ყოველი მართალთა შეიკრიბონ და ფასი იგი მათი ჭეშმარიტად დაიპყრან.

18

და იქმნა სახლი მისი ვითარცა მღილი და ვითარცა დედაზარდლი. მდიდარმან დაიძინა და არღარა შესძინოს, თუალნი მისნი აღიხილნა და არღარა არს,

19

რამეთუ შეემთხჳნეს ვითარცა წყალნი სალმობანი და ღამე წარიღო იგი არმურმან.

20

აღიღოს იგი სიცხემან და წარიღოს.

21

და განაბნიოს იგი ადგილით თჳსით.

22

23

და დაესხას მათ ზედა. და არა ერიდოს ჴელისაგან მისისა, სივლტოლით ივლტოდის, და იტყუელნეს მის ზედა ჴელნი მისნი და წარიღოს იგი ადგილით მისით.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142