ლოცვანი
აპლიკაცია

იობი, თავი 13

1

ეს ყველაფერი იხილეს ჩემმა თვალებმა, ისმინდა ყურმა და მიხვდა.

2

რაც თქვენ იცით, მეც ვიცი, არც მე ვარ თქვენზე ნაკლები.

3

მაინც მინდა ველაპარაკო ყოვლადძლიერს და მსურს მოვახსენო ჩემი სამხილი.

4

თქვენ კი სიცრუის მთხზველები ხართ, უვარგისი მკურნალნი ხართ ყველანი.

5

დადუმდებოდეთ მაინც! ეს იქნებოდა თქვენი სიბრძნე.

6

ისმინეთ ჩემი სამხილი და ჩემი ბაგეების საჩივარი გაიგონეთ!

7

ღვთის გამო ლაპარაკობთ ტყუილს, მის გამო ლაპარკობთ სიცრუეს?

8

უნდა მიკერძოებოდით მას, ღმერთს უნდა გამოსარჩლებოდით?

9

მოგეწონებათ, რომ გამოგჩხრიკოთ? ისე მოატყუებთ, როგორც ადამიანები ტყუვდებიან?

10

ის მაინც გამხილებთ, მალულადაც რომ პირმოთნეობდეთ.

11

ნუთუ მისი სიდიადე არ გაშინებთ და მისი შიშისზარი არ დაგცემიათ თავზე?

12

თქვენი შეგონებები ნაცრის არაკებია, თქვენი საყრდენი თიხის საყრდენია;

13

დადუმდით და მე მალაპარაკეთ, მერე რაც მომივა, მომივიდეს!

14

რისთვის უნდა ვზიდო ჩემი ხორცი ჩემივე კბილებით, რისთვის მეჭიროს ჩემი სული ჩემივე ხელებით?

15

კიდეც რომ მომკლას, მასზე ვარ დანდობილი - მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე.

16

ისიც ხსნა იქნება ჩემთვის, რომ უღვთო კაცი არ მივა მის წინაშე.

17

გაიგონეთ ჩემი სიტყვა და ყური უგდეთ ჩემს ნათქვამს;

18

აჰა, განმიცხადებია, ჩემი სარჩელი: ვიცი, რომ გავმართლდები.

19

ვინ არის ჩემი მოდავე? რადგან მაშინ დავდუმდებოდი და გავთავდებოდი.

20

ოღონდ ამ ორს ნუ მიზამ და შენს სახეს არ დავემალები:

21

შენი ხელი მომარიდე და შენი ზარი ნუ შემაძრწუნებს.

22

მიხმე და მოგიგებ, ან მე ვილაპარაკებ და შენ მიპასუხე.

23

რამდენი დანაშაული და ცოდვა მაწევს? მაცოდინე ჩემი ბრალი და ცოდვა!

24

რისთვის მიმალავ სახეს და რისთვის შეგირაცხივარ შენს მტრად?

25

მოფარფატე ფოთოლს აფრთხობ და გამხმარ ჩალას სდევნი?

26

რადგან მწარე ამბებს მაწერ თავზე და სიყმაწვილის დროინდელ ცოდვებს მითვლი;

27

ხუნდებში გამაყოფიე ფეხები და ჩემს გზა-სავალს ყარაულობ;

28

ის კი იხრწნება, როგორც მძორი, როგორც ჩრჩილისაგან შეჭმული სამოსელი.

1

აჰა, ესერა, ესე ყოველი იხილა თუალმან ჩემმან და ესმა ყურთა ჩემთა

2

და ვიცი, რავდენიცა თქუენ გიცნობიეს და არა უუგულისჴმოეს ვარ თქუენსა.

3

არა ხოლო ეგრე, არამედ მე უფლისა მიმართ ვიტყოდი და ვამხილო მის წინაშე, უკუეთუ ინებოს.

4

ხოლო თქუენ ხართვე მკურნალნი ცრუნი და მლხინებელ ბოროტ ყოველნი,

5

იყავნ თქუენდა დუმილი და შეგერაცხოს თქუენ სიბრძნედ.

6

ისმინენით მხილებანი პირისა ჩემისანი. და საშჯელსა ბაგეთა ჩემთასა მხედევდით,

7

ვითარმე არს ესე, ანუ არა წინაშე უფლისა იტყჳთ და მის წინაშე ჰზრახავთ ზაკუასა,

8

ანუ თუ მერიდებით თქუენ? და თჳთ მსაჯულ იქმნებით.

9

კეთილმე არსა, უკუეთუ გამოიკულიოს თქუენიცა, დაღათუ ყოველივე ჰყოთ და შეეძინნეთ მას?

10

არა ვერაჲ ნაკლულად გამხილოს თქუენ, დაღათუ ფარულითა პირითა თუალ-გახუნეს.

11

არამეა შიშმან მისმან შეგაძრწუნნეს თქუენ და ზარი მისი დაგეცეს თქუენ ზედა?

12

და გექმნეს თქუენ ეგე ზახებაჲ სწორ ნაცრისა, ხოლო ჴორცნი თქუენნი თიჴისანი.

13

დადუმენით, რათა ვიტყოდი და განვისუენო გულისწყრომისაგან.

14

ვიპყრნე ჴორცნი ჩემნი კბილითა ჩემითა და სული ჩემი დავდვა ჴელსა ზედა ჩემსა.

15

უკუეთუ ჴელთ-მიდვას მე ძლიერმან მან, ვითარცა-ესე უწყიეს, ანუ ვიტყოდი და ვამხილო წინაშე მისსა.

16

და ესე გეყოს თქუენ საცხორებელად, რამეთუ მის წინაშე ზაკუა არა შევიდეს.

17

ისმინენით სიტყუანი ჩემნი, ისმინენით. რამეთუ გითხრა თქუენ, ისმენდეთ თუ:

18

აჰა, ესერა, მიახლებულ ვარ მე სამართალსა ჩემსა მე ვიცი, რამეთუ მართლად გამოჩინებად ვარ.

19

ვინ არს მოსაჯული ჩემი? რამეთუ აწ დავდუმნე და მოვაკლდე.

20

ორნი რაჲმე ჯერ არს ჩემდა და მაშინ პირისა შენისაგან არა დაგემალო

21

ჴელი შენი ჩემგან განმაყენე და შიში შენი ნუ განმაკრთობნ მე.

22

და მაშინ მიწოდე მე და მე ვისმინო შენი, მეტყოდი და მე მიგაგებო შენ სიტყუაჲ.

23

რავდენ არიან ცოდვანი ჩემნი და უსჯულოებანი ჩემნი, მასწავე მე, ვინ არიან.

24

რაჲსათჳს ჩემგან მეფარვი და შეგირაცხე მე ვითარცა წინააღმდგომი შენი,

25

ანუ ფურცლისა ქარისაგან აღძრულისა გეშინოდისმე, ანუ თივაჲ რომელი მოაქუნ ნიავქარსა? წინააღმიდგები მე.

26

რამეთუ აღსწერენ ჩემ ზედა ყოველნი ძჳრნი და გარემომადგინენ მე სიჭაბუკისა ჩემისა ცოდვანი.

27

და დასხენ ფერჴნი ჩემნი დაბრკოლებასა შინა და დამიმარხენ მე ყოველნი საქმენი ჩემნი და ძირსა ფერჴთა ჩემთასა მისწუედი,

28

რომელი დაძუელებად არს, ვითარცა თხიერი, ანუ ვითარცა სამოსელი მღილთა დაჭმული.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142