ლოცვანი
აპლიკაცია

იობი, თავი 4

1

მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა:

2

რომ ვცადოთ შენთან ლაპარაკი, ვაითუ დაგიმძიმდეს სატკივარი. მაგრამ ვის ძალუძს დადუმება?

3

შენ ხომ ბევრს არიგებდი ჭკუას და დაუძლურებულ მკლავებს განამტკიცებდი,

4

წაქცეულს ფეხზე აყენებდი შენი სიტყვით და ჩაკეცილ მუხლებს აღონიერებდი.

5

ახლა შენ დაგიდგა ჯერი და ილაჯი გაგიწყდა; შენ გეწია და შეძრწუნდი!

6

განა მოშიშება არ გქონდა სასოდ? განა შენი სიალალის იმედი არ გქონდა?

7

გაიხსენე, თუ ვინმე დაღუპულა უდანაშაულო, მართალნი თუ ამომწყდარან?

8

როგორც მინახავს, სიავის მხვნელნი და სიცრუის მთესველნი მასვე მოიმკიან.

9

უფლის სუნთქვაზე დაიღუპებიან და მისი რისხვის ქარზე გაწყდებიან.

10

ლომის ღრიალი მიწყდება და მხეცის კბილები შეიმუსრება;

11

ლომი უნადავლოდ დაიღუპება, ძუ ლომის ბოკვერნი გაიფანტებიან;

12

იდუმალ მომეპარა სიტყვა და ჩურჩული ჩამესმა ყურში;

13

ღამეულ ჩვენებებში ფიქრების დროს, როცა ძილბურანს მიაქვს კაცი,

14

შიშმა შემიპყრო და ყოველი ძვალი ჩემი შეაძრწუნა;

15

წინ ჩამიქროლა სულმა და ტანზე თმები ამებურძგლა.

16

შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე მისი სახე, რაღაც ხატება იყო ჩემ თვალწინ, დუმილი და, აჰა, მერე ხმა გავიგონე:

17

ღმერთზე მართალია ადამიანი? თავის შემქმნელზე წმიდაა კაცი?

18

აჰა, თავის ყმებში შეაქვს ეჭვი და თავის ანგელოზებშიც კი პოულობს ნაკლს!

19

რაღა ითქმის თიხის სახლებში მცხოვრებლებზე, მტვერში რომ უდგათ საფუძველი? მღილებზე უმალ რომ იჭყლიტებიან?

20

დილასა და მწუხრს შორის რომ იღუპებიან, სამარადისოდ ქრებიან უსახელოდ?

21

აჰა, გაწყდება მათი სიცოცხლის ძაფი და უაზროდ დაიხოცებიან.

1

მიუგო ელიფას თემანელმან და ჰრქუა:

2

ნუუკუე მრავალგზის თქმულ არიან შენდამი? შრომით ძალსა მაგას სიტყუათა შენთასა ვინ დაუთმოს?

3

დაღათუ შენ განსწავლენ მრავალნი და ჴელსა უძლურთასა ნუგეშინის-გეცა.

4

და სნეულნი აღგედგინნეს და მუჴლთა უძლურთასა კადნიერებაჲ გეცა.

5

აწმცა მოწევნულ არს შენ ზედა სალმობაჲ. და შეგეხო შენ, ხოლო შენ ისწრაფე!

6

ანუ არა აწ შიში ეგე შენი არს უგუნურებით და სასოებაჲ შენი და უკეთურებაჲ გზათა შენთა?

7

აწ მოიჴსენე: ვინმე წმიდა იყო და წარწყმდა, ანუ ოდეს სადა ჭეშმარიტნი ძირითურთ აღიფხურნეს,

8

ვითარცასახედ ვიხილენ, რომელნი-იგი უჯეროსა ჴნვიდეს, ხოლო რომელნი სთესვენ მას, სალმობაჲ მოიმკონ.

9

ბრძანებითა ღმრთისაჲთა წარწყმდენ და სულითა რისხვისა მისისათა განირყუნეს.

10

ძალი ლომისაჲ და ჴმაჲ ლომისა ძუვისაჲ, ზახებაჲ ვეშაპთაჲ დაშრტა.

11

ჯინჭველლომი მოისპო, რამეთუ არა იყო მისა საზრდელ. ლეკუთა ლომისათა დაუტევეს ერთმანერთი.

12

უკუეთუმცა სიტყუაჲ რაჲმე ჭეშმარიტი ყოფილ იყო თქმულთა შინა შენთა, არამცა რაჲ ბოროტი შემთხუეულ იყო შენდა. აწ არა ნუ უფალი არს, რომელმან ასწავის გულისჴმის-ყოფაჲ და მეცნიერებაჲ.

13

შიშითა და ოხრითა ღამისათა დაეცის შიში კაცთა ზედა.

14

ზარი შემემთხჳა მე და შიში და დიდად ძუალნი ჩემნი შეაძრწუნნეს

15

და სული პირად ჩემდა მოიწია. შეძრწუნდეს თმანი ჩემნი და ჴორცნი.

16

და აღვდეგ და არა ვიცან თავი ჩემი. ვიხილე და არა იყო ხატი წინაშე თუალთა ჩემთა, არამედ ნიავი და ჴმაჲ ხოლო მესმოდა.

17

აწ რაჲ? ნუუკუე წმიდა სადამე იყოს კაცი წინაშე უფლისა, ანუ საქმეთა თჳსთაგან უბიწო იყოს კაცი?

18

ანუ მონათა თჳსთა არამე არწმუნოს და ანგელოზთათჳს დრკუდ რამე განიზრახა?

19

ხოლო დამკჳდრებულნი იგი სახლსა შინა თიჴისასა, რომელნი-ესე მისვე თიჴისაგანნი ვართ, რავდენ დასცნა იგინი მღილისსახედ.

20

და განთიადითგან მწუხრადმდე არღარა არიან,

21

რამეთუ ვერ ეძლო მათ თავთა თჳსთა შეწევნად და წარწყმდეს.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142