ლოცვანი
აპლიკაცია

იობი, თავი 19

1

მიუგო იობმა და უთხრა:

2

როდემდის უნდა მიშფოთებდეთ სულს და მგვემდეთ სიტყვებით?

3

უკვე მეათეჯერ შეურაცხმყავით მე და გამიუცხოვდით უსირცხვილოდ?

4

თუ მართლა შევცდი, ჩემთანვე დარჩება ჩემი შეცდომა.

5

თუ თქვენ მართლა უღირსად მთვლით და მწამებთ აუგს,

6

იცოდეთ, რომ ღმერთმა გამღუნა მე და გამხვია თავის ბადეში.

7

აჰა, ძალადობას ვჩივი და პასუხს არავინ მაძლევს; შველას ვითხოვ და არ არის სამართალი;

8

გზა გადამიღობა და ვეღარ გადავდივარ; ბნელი დაამკვიდრა ჩემს ბილიკებზე;

9

დიდება წამართვა და თავზეით ამხადა გვირგვინი;

10

ყოველი მხრივ დამაქცია დაა წასული ვარ; ხესავით ამომიძირკვა იმედი;

11

თავისი რისხვა დააგზნო ჩემს თავზე და შემრაცხა თავის მტრებს შორის;

12

ერთად მომადგნენ მისი ურდოები და მოასწორეს ჩემსკენ მომავალი გზები, ჩემი კარვის გარშემო დაიბანაკეს;

13

მოძმენი მომაშორა და ჩემი მცნობელნი გამიუცხოვდნენ;

14

მახლობელნი განმიდგნენ და მეგობრებმა დამივიწყეს მე;

15

ჩემი სახლის მდგმურები და მხევლები უცხოდ მიყურებენ, უცხო თესლი შევიქენი მათ თვალში;

16

მსახურს ვეძახი და ხმას არ მცემს, ბაგით ვევედრები;

17

ჩემი სუნთქვა შესძაგდა ჩემს ცოლს და ჩემი სუნი - ჩემს ნაშიერთ.

18

ბავშვებმაც შემიძულეს, წამოვდგები და შეურაცხმეოფენ;

19

მომიძულეს ჩემმა გულითადმა მეგობრებმა და, ვინც კი მიყვარდა, მტრად გამიხდნენ;

20

ტყავში და ხორცში ჩამილპა ძვლები, კბილების ტყავიღა შემრჩა.

21

შემიბრალეთ, შემიბრალეთ, მეგობრებო, რადგან ღვთის ხელი შემეხო მე!

22

რატომ მდევნით ღმერთივით და რატომ არ ძღებით ჩემი ხორცით?

23

ოჰ, ნეტავ დაიწერებოდეს ჩემი სიტყვები, ნეტავ ჩაიბეჭდებოდეს წიგნში!

24

რკინის საჭრეთელით ამოიკვეთებოდეს ტყვიაზე ან კლდეზე სამარადისოდ!

25

მაგრამ ვიცი, ცოცხალია ჩემი გამომხსნელი და საბოლოოდ აღიმართება მიწაზე!

26

და როცა დაიშლება ეს ჩემი კანი, უსხეულმყოფელიც ვიხილავ ღმერთს;

27

მე თავად დავინახავ მას და ჩემი თვალები იხილავენ, არა სხვისნი! გული დამელია მკერდში მოლოდინით!

28

თუ იტყვით: რას ვდევნითო მას და საქმის ფესვი მასში იპოვებაო;

29

მახვილს მოერიდეთ, რადგან რისხვაა მახვილის სასჯელი, რათა იცოდეთ, რომ არის განკითხვა!

1

მიუგო იობ და ჰრქუა:

2

ვიდრემდე დააშთობდეთ სულსა ჩემსა და დამჴსნიდეთ მე სიტყჳთა?

3

ცანთ ხოლო, რამეთუ უფალმან მიყო მე ესრეთ. ძჳრსა მიზრახავთ და არა გრცხუენის ჩემდა და ზედადამესხმით მე.

4

ესე ნანდჳლვე მე შეცთომილ ვარ და ჩემ წინაშე იქცევის საცთური და ვიტყოდე სიტყუასა, რომელ არა ჯერ-იყო და სიტყუანი ჩემნი სცთებიან და არა ჟამსა.

5

აცადეთ, რამეთუ ჩემ ზედა განსიტყუდებით და ზედამომივალთ მე ყუედრებით.

6

გულისჴმა-ყავთ, რამეთუ უფალი არს, რამეთუ ესე ესრეთ ყო და ძნელოვანნი მისნი ჩემ ზედა აღამაღლნა,

7

აჰა ესერა, ვეცინი ყუედრებასა და არა ვიტყოდე, ვღაღადებ. არა ვინა არს საშჯელი ჩემი.

8

გარემოზღუდვილ არს ჩემსა და ვერ გარდავალ, წინაშე პირსა ჩემსა ბნელი დადვა.

9

და დიდებაჲ ჩემი განმძარცუა ჩემგან. მიმიღო გჳრგჳნი თავისაგან ჩემისა.

10

დამარღჳა მე გარემოჲს და წარვჴედი, მოეკუეთა ვითარცა ხე სასოებაჲ ჩემი.

11

და ბოროტად ჩემ ზედა რისხვა მოაწია, შეურაცხიე მე ვითარცა მტერი

12

ერთბამად მოიწინეს განსაცდელნი მისნი ჩემ ზედა, გზათა ჩემთა გარემომიცვეს მე მზირთა ჩემთა.

13

ძმანი ჩემნი განმეშორნეს ჩემგან, იცნეს უცხოჲ ვიდრეღა მე.

14

მეგობარნი ჩემნი უწყალო მექმნეს მე, არად შემრაცხეს მე მახლობელთა ჩემთა, და რომელთა იცოდეს სახელი ჩემი, დამივიწყეს მე.

15

მოძმეთა სახლისა მსახურთა ჩემთა უცხო ვეყავ მე წინაშე მათსა.

16

მსახურსა ჩემსა უწოდე და არა ისმინა ჩემი, პირი ჩემი ევედრებოდა.

17

და ვექენებოდე ცოლსა ჩემსა, მოვხადე ქენებით ძეთა ხარჭთა ჩემთასა,

18

ხოლო მათ უკუე განმწირეს მე, რაჟამს აღვიდე, იგინი ჩემთჳს ძჳრსა ზრახვიდიან.

19

მომიძაგეს, რომელთა მიცოდეს მე და რომელთა ვჰყუარობდ, ჩემ ზედა აღდგომილ არიან.

20

ტყავსა შინა ჩემსა დალპეს ჴორცნი და ძუალნი ჩემნი კბილთა შინა თქუენთა გქონან.

21

შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.

22

რაჲსათჳს მდევნით მე, ვითარცა-იგი უფალი და ჴორცთა ჩემთაგან ვერ განსძღებით?

23

ვინ მომცნეს მე დაწერად სიტყუანი ჩემნი და დაგებად იგინი წიგნთა შინა უკუნისამდე

24

საწერელითა რკინისათა და ბრპენისათა, გინა თუ კლდესა შინა გამოწერად?

25

ვიცი, რამეთუ საუკუნე არს, რომელსა დაჴსნა ჩემი ეგულების, ქუეყანით აღდგინებად

26

ტყავი ჩემი, რომელმან თავს-ისხნა ესენი, რამეთუ უფლისა მიერ აღესრულნეს ესენი ჩემ ზედა,

27

რომელნი მე თჳთ თავით ჩემით მიცნობიან; რომელნი თუალმან ჩემმან იხილა და არავინ სხუამან, ყოველნივე აღსრულებულ არიან წიაღთა ჩემთა.

28

უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: რასამე ვიტყოდით წინაშე მისსა? და ძირნი სიტყუათანი ჰპოვნე მას შინა.

29

გეშინოდენ თქუენცა დაფარულისა მისთჳს, რამეთუ გულისწყრომაჲ უსჯულოთა ზედა მოიწიოს და მაშინ ცნან, სადა არს მათი იგი სიმართლე.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142