ლოცვანი
აპლიკაცია

იობი, თავი 34

1

კვლავ მიუგო ელიჰუმ და უთხრა:

2

ისმინეთ, ბრძენებო, ჩემი სიტყვები! ყური მომაპყარით, გაგებულნო!

3

რადგან ყური გამოსცდის სიტყვებს და სასა გემოს უგებს საჭმელს:

4

ავირჩიოთ, რაც სამართლიანია და ვიცოდეთ ჩვენს შორის, რა არის უკეთესი.

5

კი თქვა იობმა, მართალი ვარო და ღმერთმა წამართვაო სამართალი;

6

მართალი გავმტყუნდი, უდანაშაულოდ მჭირსო ეს წყლული.

7

თუ არის ვინმე იობის მსგავსი, წყალივით რომ სვამდეს გმობას?

8

ავისმქნელებთან შეთქმულებას ესწრაფოდეს, რომ ბოროტეულ ხალხთან იაროს?

9

რადგან ამბობს: რას არგებს კაცს ღვთისმოსავობაო?

10

ამიტომ მისმინეთ, გულისხმიერნო! შორს იყოს ღმერთი ბოროტებისგან და ყოვლადძლიერი უსამართლობისგან!

11

რადგან საქმისამებრ მიუზღავს ადამიანს და მისი საქციელისამებრ შეამთხვევს კაცს.

12

ჭეშმარიტად, არ ბოროტობს ღმერთი და არ ამრუდებს სამართალს ყოვლადძლიერი!

13

ვინ ჩააბარა მას მიწა და ვინ მიანდო მას მთელი სამყარო?

14

თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი სული და უკანვე წაიღო თავისი სუნთქვა,

15

ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და მიწად მიიქცევა ადამიანი;

16

თუ გაგება გაქვს, მოისმინე ეს, ყური უგდე ჩემს სიტყვებს:

17

იხელმწიფებს განა სამართლის მოძულე? ბრალს დასდებ განა მართალს, ძალმოსილს?

18

ვინც ეუბნება მეფეს: არამზადავ! და დიდებულებს: ბოროტეულო!

19

ვინც მთავრებს არ მიჰკერძავს და ვინც არ განარჩევს მდიდარს და ღარიბს, რადგან ყველანი მისი ხელით არიან შექმნილნი.

20

წამში იხოცებიან, შუაღამისას შებარბაცდება კაცი და იღუპება; ძლიერი წარიტაცებს მას არა კაცის ხელით;

21

რადგან მისი თვალი კაცის გზებს დაჰყურებს და ხედავს მის ყოველ ნაბიჯს;

22

ვერც ბნელში, ვერც შავეთში ვერ დაიმალება ბოროტმოქმედი;

23

რადგან კაცისთვის არ დაუწესებია ჟამი ღმერთთან მისასვლელ სამსჯავროზე.

24

ის მუსრავს ძლიერებს განუკითხავად და სხვებს წამოსწევს მათ ადგილზე.

25

რადგან მან უწყის მათი ნამოქმედარი, ღამით დაამხობს მათ და შეიმუსრებიან,

26

როგორც ბოროტეულთ შემოჰკრავს ყველას დასანახად;

27

რადგან ზურგი შეაქციეს მას და არ შეიმეცნეს მისი გზები;

28

რადგან მის ყურამდე მიიტანეს ბედშავთა კვნესა და დაჩაგრულთა კვნესა ესმის მას.

29

როცა დუმს ის, ვინ არის მისი მბრალმდებელი? როცა იფარავს სახეს, ვინ არის მისი მხილველი? ხალხი იქნება თუ ერთი კაცი?

30

რომ არ იხელმწიფოს უღვთომ, რომ მახე არ დაუგოს ხალხს.

31

რადგან ღმერთს უნდა ეუბნებოდეს კაცი: დავაშავე, აღარ შევცოდავო.

32

შენ მასწავლე, რასაც მე ვერ ვხედავ: თუ ცოდვა მაქვს ჩადენილი, აღარ ჩავიდენო.

33

შენგნით მიუზღავს ის სამართალს? როგორც შენ დაგიგმია, როგორც შენ აგირჩევია და არა როგორც მე? ილაპარაკე, რაც იცი!

34

გაგებული ხალხი ჩემსავით იფიქრებს და ბრძენი კაცები დამეთანხმებიან.

35

იობი უგუნურად ლაპარაკობს და სიბრძნე აკლია მის სიტყვებს.

36

ოჰ, ერთი გამოიცდებოდეს იობი საბოლოოდ, უკეთურთა მსგავსად რომ პასუხობს!

37

რადგან თავის ცოდვას ახალი დანაშაული მიუსართა: ხელი ხელს შემოჰკრა ჩვენს შორის და გაამრავლა სიტყვები ღვთის წინააღმდეგ.

1

მიუგო ელიუს და ჰრქუა:

2

ისმინეთ ჩემი ბრძენთა, რომელნი მეცნიერნი ხართ.

3

ყურად-იღეთ, რამეთუ სასმენელმან სიტყუანი განიკითხნის, და სასამან გემოჲ იხილის ჭამადთაჲ.

4

საშჯელი გამოვიძიოთ თავისა თჳსისა, და ვცნათ შორის ურთიერთას, რაჲ-იგი კეთილ,

5

რამეთუ თქუა იობ, ვითარმედ: მართალ ვარო. უფალმან თანაწარმხადა მე სამართალი ჩემი,

6

ეცრუვა სასწაულსა ჩემსა, რომლითა გამწონნა ისარნი ჩემნი თჳნიერ ცოდვისა.

7

ვინ არს კაცი, ვითარ იობ, რომელი სუამს შეურაცხებასა ვითარცა წყალსა?

8

არა რაჲ უცოდავს, არცა უღმრთოობაჲ რაჲ უქმნიეს, არცა გზასა ზიარებულ არს მოქმედთა თანა უსჯულოებისათა და მისრულ უღმრთოთა თანა?

9

ნუ იტყჳ, ვითარმედ: არა იყოს მოხედვაჲ კაცისაჲ და მოხედვაჲ მათი უფლისა მიმართ.

10

ამისთჳს გულითა სიბრძნის-მყოფელთა, გულითა ისმინეთ ჩემი. ნუ იყოფინ ჩუენდა წინაშე უფლისა უღმრთო-ყოფაჲ და წინაშე ყოვლისა მპყრობელისა ქცევაჲ სამართლისაჲ,

11

არამედ მიაგენ კაცსა, ვითარცა იქმს კაცად-კაცადი მათი და ალაგთა ზედა, კაცისათა პოვოს იგი.

12

ანუ ჰგონებ უფალსა უჯეროჲს-მოქმედ? ანუ ყოვლისა მპყრობელმან განდრიკოს სასჯელი?

13

რომელმან შექმნა ქუეყანაჲ. ვინ არს, რომელმან შექმნა ცასა ქუეშე და ყოველი, რაჲ არს მას შინა?

14

უკუეთუ უნდეს შეპყრობად. და სულისა მის თანა დაყენებად,

15

აღესრულოს ყოველი ჴორციელი ერთბამად და ყოველი კაცი მიწად მიიქცეს, ვინაცა დაებადა.

16

უკუეთუ არა ისწავებ, ისმინე ესე და ყურად-იღე ჴმაჲ სიტყუათა ჩემთა,

17

უკუეთუ შენ მოძულე უსჯულოჲსაჲ და მომსრველი უკეთურებისაჲ, საუკუნო არს მართალი. უღმრთო არს,

18

რომელმან ჰრქუას მეფესა: უსჯულოსა იქმ, უღმრთო არიან, რომელთა მთავართა პირისათჳს არა შეიკდიმონ,

19

და პატიოსანთა, არცა იცის პატივის-პყრობაჲ დიდთაჲ და თუალთ-ღებაჲ პირთა მათთაჲ.

20

ცუდი და ამაოჲ შეემთხჳოს მათ. ღაღადებაჲ იგი და მორცხჳნებაჲ კაცისაჲ, რამეთუ უსჯულოდ გარდააქცევდეს უძლურთა,

21

რამეთუ იგი თავადი არს, რომელი ხედავს საქმესა კაცთასა, და არა დაავიწყდა მას, რასა-იგი იქმან.

22

არცა იყოს ადგილი დაფარვად მოქმედთა უსჯულოებისათა,

23

რამეთუ არღარა განმამაკაცნეს, რამეთუ უფალი ყოველსა ხედავს,

24

რომელი წარეწევის გამოუკულეველთა დიდებულთა და საკჳრველთა, რომელთა არა არს რიცხჳ,

25

რომელმან იცნის საქმენი მათნი და გარდააქციოს ღამე, და დაამდაბლნეს.

26

დაშრიტნა უღმრთონი, და სახილველ წინაშე მტერთა მათთა იქმნნეს.

27

რამეთუ გარდაჰჴდეს სჯულისაგან ღმრთისა, და სამართალნი მისნი ვერ იცნნეს ყოფად.

28

და მოაწია მათ ზედა ღაღადებაჲ გლახაკთა, და ჴმაჲ დავრდომილთა ისმინოს.

29

და მან თავადმან დუმილი მოსცეს, და ვინმე დასაჯოს? დაიფაროს პირი, და ვინმე იხილოს იგი? და თესლთათჳს და კაცისათჳს ერთბამად.

30

მეუფებს კაცი ორგული სიძნელისაგან ერისა,

31

რამეთუ რომელმა ჰრქუას ძლიერსა: მოვიღე და არა ვიჴუთე თჳნიერ თავისა ჩემისა.

32

ვიხილო, ხოლო შენ მიჩუენე მე, უკუეთუ სიცრუე რაჲმე ვქმენ, არღარა შევსძინო.

33

ნუ შენგან მოიზღოს იგი? რამეთუ განიშორე და შენ მო-ვე-ელი, და არა მე და, რაჲ-იგი სცან, იტყოდე.

34

ამისთჳს გონიერთა გულითა თქჳან ესე, ხოლო კაცმან ბრძენმან ისმინა სიტყუაჲ ჩემი.

35

ხოლო იობ არა გულისჴმის-ყოფით იტყოდა და სიტყუანი მისნი არა მეცნიერებით იყვნეს.

36

არა აგრე, არამედ ისწავე, იობ. ნუღარა ჰყოფ სიტყჳს-გებასა, ვითარცა უგნურნი,

37

რათა არა შევძინოთ ცოდვასა ჩუენსა ზედა ცოდვაჲ. და უსჯულოებად შემერაცხოს ჩუენ ფრიად, რაჲ ვიტყოდით ჩუენ წინაშე ღმრთისა.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142