იობი, თავი 25
მიუგო ბილდად ხუშელმა და უთხრა:
ხელმწიფება და შიში მის ხელთაა, ვინც მშვიდობა დაამკვიდრა თავის ზესკნელში.
თუ აქვს რიცხვი მის მხედრობებს და ვის არ უნათებს მისი ნათელი?
რა გაამართლებს კაცს ღვთის წინაშე და რა განწმედს დიაცის ნაშობს?
აჰა, მთვარე რომ მთვარეა, ისიც ბნელდება და ვარსკვლავებიც არ არიან სუფთანი მის თვალში!
მით უფრო კაცი, რომელიც ჭიაა, და ადამის ძე, რომელიც მატლია!
მიუგო ბალდად სავქელმან და ჰრქუა:
რაჲმე უკუე აწ წინასწარ იგავ, ანუ შიში მის მიერ სამე, რომელმან ქმნა ყოვლითურთ ყოველი მაღალთა შინა?
ნუ ვინ ჰგონებნ, ვითარმედ დროებაჲ არს განსაცდელთაჲ? ვიეთ ზედამე არა მოიწევის მზირი ეგევითარი მის მიერ?
ვითარმე უკუე იყოს მართალ კაცი წინაშე უფლისა? ანუ ვინმე განიწმიდოს თავი თჳსი ნაშობმან დედათამან?
უკუეთუ მთოვარესა უბრძანოს და არა გამობრწყინდეს, ვარსკულავნი არავე წმიდა არიან მის წინაშე.
აცადე, კაცი ხენეში და ძე კაცისაჲ მატლი.