ლოცვანი
აპლიკაცია

იობი, თავი 5

1

შეჰღაღადე, ვინ გიპასუხებს? წმიდათაგანს ვის მიმართავ?

2

უგუნურს ღუპავს ბრაზი, ბრიყვს შური კლავს.

3

მე ვნახე ფესვგადგმული უგუნური და მეყსეულად შევაჩვენე მისი ბინა.

4

შორს არიან მისი შვილები ხსნისაგან, კარიბჭესთან სცემეს მათ და არავინ იყო მშველელი.

5

რასაც მოიმკის, მშიერი შეუჭამს, ეკლებიდანაც კი ააცლიან. მწყურვალი კაცი შთანთქავს მათ დოვლათს.

6

რადგან სატკივარი მტვერიდან არ ამოდის და მიწიდან არ აღმოცენდება სატანჯველი.

7

ადამიანი სატანჯველად იბადება და ნაბერწკლებივით მაღლა მიისწრაფის.

8

ისევ ღმერთს დავეკითხები და ღმერთს მივანდობ ჩემს საქმეს,

9

შემოქმედს სიდიადეთა და გამოუკვლეველ საკვირველებათა, რომელთაც არა აქვს რიცხვი,

10

მაწვიმებელს მიწის პირზე და წყლის გამომგზვნელს ყანების პირზე,

11

რათა მდაბალნი აამაღლოს და დამწუხრებულნი ხსნად აღზევდნენ.

12

ის ფუშავს ცბიერთა ზრახვებს და მათი ხელები ვეღარ ასრულებენ ჩანაფიქრს.

13

ის იჭერს ბრძენკაცებს მათივე ცბიერებით და ხრიკიანთა თათბირი ფუჭი ხდება.

14

დღისით უკუნეთს აწყდებიან და ხელისცეცებით დადიან შუადღისას, როგორც ღამეში.

15

ის იხსნის ღატაკს მახვალისგან, მათი პირიდან და მაგარი ხელიდან.

16

ბეჩავი კაცი იმედით ცოცხლობს, უკეთურება კი პირს მუწავს.

17

აჰა, ნეტარია კაცი, რომელსაც ამხილებს ღმერთი! ყოვლადძლიერის შეგონებას ნუ უკუაგდებ!

18

ის წყლავს და ისევ უხვევს ჭრილობებს, ის ჰგვემს, მაგრამ კურნავს თავისივე ხელით.

19

ექვს განსაცდელში დაგიჭარავს და მეშვიდეგზის ბოროტება არ შეგემთხვევა.

20

შიმშილობის დროს სიკვდილისგან გიხსნის და ომში - მახვილისგან,

21

ენის შოლტს დაემალები და არ შეგეშინდება განადგურებისა, როცა კი მოვა.

22

განადგურებაზე და შიმშილზე გაგეცინება და მიწის მხეცებისა არ შეგეშინდება.

23

რადგან ყანის ქვებთან აღთქმა გექნება და ველის მხეცებთან მშვიდობაში იქნები.

24

დაინახავ, რომ მშვიდობაა შენს კარავში, თვალს მოავლებ შენს საცხოვრებელს და დანაკლისი არ გექნება.

25

დაინახავ, რომ გამრავლდა შენი მოდგმა და მიწის ბალახივითაა შენი ნაშიერი.

26

სისრულით ჩახვალ სამარეში, როგორც პურის ძნა შემოდის თავის დროზე.

27

აი, ეს არის, რაც გამოვიკვლიეთ, ეს ჭეშმარიტებაა! შეისმინე და იცოდე შენთვის!

1

ხადოდეღა შენ, უკუეთუ ვინმე გერჩდეს, გინათუ ანგელოზთაგანი, წმიდათა იხილო.

2

და რამეთუ უგნური იგი რისხვამან მოკლის, ხოლო შეცთომილი იგი მოაკუდინის შურმან.

3

მე ვიხილენ უგნურნი, რომელთა ძირნი დაებნეს, არამედ მეყსეულადვე შეიჭამა როჭიკი მათი.

4

განეშორნეს ძირნი მათნი ცხორებისაგან და იქენჯნებოდენ იგინი კართა ზედა უნაკლულევანესთანა და არავინ იყოს განმრინებელ მათდა.

5

რამეთუ, რაჲ-იგი მათ შეიკრიბეს, მართალთა შეჭამონ და იგინი ბოროტისაგან ვერ განერნეს. გამოიწოვენ ძალი მათი,

6

რამეთუ არა გამოჴდის ქუეყანით ბნელი, არცა მთათაგან აღმოსცენდის სალმობაჲ.

7

არამედ კაცი იშვების სალმობად, მართუენი ყანჩისანი მაღალსა ფრინვენ.

8

არა ეგრე, არამედ მე უფალსა ვევედრებოდე და უფალსა ღმერთსა, ყოვლისა მპყრობელსა ვხადოდე,

9

რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი და გამოუკლეველნი დიდებულნი და საკჳრველნი, რომელთა არა არს რიცხჳ, რომელმან მოსცის წჳმაჲ ქუეყანასა და მოავლინის წყალი ცასა ქუეშე.

10

11

რომელმან ქმნნის მდაბალნი მაღალ და წარწყმედულნი აღმართნის,

12

და აგნის ზრახვანი წარმართთანი და არა ქმნის ჴელთა მათთა ჭეშმარიტებაჲ.

13

რამეთუ წარეწიის ბრძენთა გონიერებითა და ზრახვა იგი მრავალმთხზველთა განაქარვა.

14

დღისი შეემთხჳოს მათ ბნელი და შუვასამხრის ეჩქუეფებოდიან, ვითარცა ღამე. წარწყმდედ იგინი ბრძოლასა შინა.

15

უძლური იგი განერის ჴელისაგან ძლიერისა.

16

იყავნ უძლურისა მის სასოებაჲ და ცრუისა მის პირი დაიყავნ.

17

ხოლო ნეტარ არს კაცი, რომელსა ამხილა უფალმან. სწავლასა ყოვლისა მპყრობელისასა ნუ განიშორებ,

18

რამეთუ მან ალმის და მერმე კუალად მოაგის, დასცა და ჴელთა მისთა განკურნეს.

19

ექუსგზის ბოროტისაგან გიჴსნეს შენ და მეშჳდესა მას არა შეგეხოს შენ ბოროტი.

20

სიყმილსა გიჴსნეს შენ სიკუდილისაგან, ბრძოლასა შინა ჴელისაგან მახჳლისა განგარინოს შენ.

21

გუემისაგან ენისა დაგიფაროს შენ და არა გეშინოდის შენ ბოროტისაგან მომავალისა.

22

ცრუთა და უსჯულოთა ეკიცხევდე და მჴეცთაგან ველურთა არა გეშინოდის.

23

რამეთუ მჴეცნი ველისანი დაგიმშჳდნენ შენ.

24

მაშინ სცნა, რამეთუ მშჳდობა არს სახლსა შენსა და წესმან საყოფლისა შენისამან არა ცოდოს.

25

მაშინ სცნა, რამეთუ მრავალ არს ნათესავი შენი და შვილნი შენი, ვითარცა ყოველი მწუანვილი ველისაჲ.

26

და მოხჳდე საფლავად, ვითარცა იფქლი ჟამისაჲ ჟამსა თჳსსა მომკილი, ანუ ვითარცა ზჳნი კალოსაჲ ჟამად-ჟამად შეკრებილი.

27

აჰა, ესე ესრეთ გამოვიკულიეთ და ესე არს, რომელი გუასმიეს, ხოლო შენ ცან თავისაჲ, რაჲ-იგი შენ გიქმნიეს.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142