ლოცვანი
აპლიკაცია

ესაია წინასწარმეტყველი, თავი 64

1

ნეტავ გააპობდე ცას და ჩამოხვიდოდე! დადნებოდნენ მთები შენს წინაშე! როგორც გიზგიზებს ცეცხლმოკიდებული ფიჩხი, როგორც წყალს ადუღებს ცეცხლი! რომ აცოდინო შენი სახელი შენს მტრებს! შეძრწუნდებოდნენ შენს წინაშე ხალხები.

2

როცა ახდენდი სასწაულებს, რომელთაც არ ველოდი, ჩამოდიოდი და მთები დნებოდნენ შენს წინაშე.

3

უკუნითიდან არ სმენიათ, ყური არ მოუკრავთ, თვალს არ უხილავს სხვა ღმერთი შენს გარდა, რომელიც ასე მოქცეოდეს თავის მოიმედეს.

4

შენ ეგებები მას, ვინც სიხარულით სჩადის სიმართლეს და ახსოვხართ თავის გზებზე. აჰა, მრისხანე, რადგან ცოდვა გვაქვს ჩადენილი, რა ხანია, და როგორღა გადავრჩებით?

5

ყველანი უწმიდურებივით შევიქენით და ყოველი ჩვენი სიქველე წარმავალი სამოსელივითაა; ფოთოლივით ვართ ყველანი დამჭკნარნი და ჩვენი ცოდვებისგან, როგორც ქარისგან, წაღებულნი.

6

არავინაა შენი სახელის მხმობელი, რომ გამოიფხიზლოს თავი და მოგეჭიდოს, რადგან სახე დაფარული გაქვს ჩვენგან და გვადნობ ჩვენივე ცოდვების ხელით.

7

ახლა კი, უფალო, ჩვენი მამა ხარ, ჩვენ თიხა ვართ და შენ ჩვენი გამომსახველი. შენი ხელის ქმნილება ვართ ყველანი.

8

მეტისმეტად ნუ მრისხანებ, უფალო, და სამარადისოდ ნუ გახსოვს ჩვენი ცოდვა. აჰა, მოგვხედე, შენი ხალხი ვართ ყველანი!

9

შენი წმიდა ქალაქები უდაბნოდ იქცა; გაუდაბურდა სიონი, გაუკაცრიელდა იერუსალიმი!

10

ჩვენი სახლი, წმიდა და დიდებული, სადაც ჩვენი მამა-პაპა ქებას აღგივლენდა, ცეცხლს მიეცა და ჩვენი სანატრელი ადგილები გაუკაცრიელდა.

11

ნუთუ არ შეგძრავს, უფალო, ეს ამბები? ნუთუ კვლავ იდუმებ და გაგვტანჯავ მეტისმეტად?

1

უკეთუ განაღო ცაჲ, ძრწოლამან შეიპყრნეს შენგან მთანი.

2

ოდეს ჰყოფდე დიდებულთა, ძრწოლამან შეიპყრნეს შენგან მთანი.

3

საუკუნითგან არა გუესმა, არცა თვალთა ჩუენთა იხილეს ღმერთი თჳნიერ შენსა და საქმენი შენნი, რომელთა ჰყოფ მომლოდეთათჳს წყალობისათა,

4

რამეთუ მიეგებოს მოქმედთა სიმართლისათა, და გზანი შენნი მოჴსენებულ იქმნენ. აჰა, შენ განრისხენ და ვცოდეთ ჩუენ, ამისთჳს შევსცეთით

5

და ვიქმნენით, ვითარცა არაწმიდანი, ჩუენ ყოველნი და ვითარცა ძონძი დაშტანისაჲ, ყოველი სიმართლე ჩვენი. და დამოვსცჳვნით, ვითარცა ფურცელნი უსჯულოებათა ჩუენთათჳს. ესრეთ ქარმან წარმიხუნეს ჩუენ და არა არს მხდელი სახელისა შენისაჲ

6

და მომჴსენებელი შედგომისა შენისა, რამეთუ მიიქციე პირი შენი ჩუენგან და გუამცენ ჩუენ ცოდვათა ჩუენთათჳს.

7

და აწ, უფალო, მამა ჩუენი ხარ შენ, ხოლო ჩუენ თიჴა, საქმე ჴელთა შენთა ყოველნი.

8

ნუ მრისხავ ჩუენ, უფალო, ფრიად და ნუ ჟამსა შინა მოიჴსენებ ცოდვათა ჩუენთასა. და აწ მოიხილე, უფალო, რამეთუ ერი შენი ვართ ჩუენ ყოველნი.

9

ქალაქი წმიდისა შენისა იქმნა ოჴერ სიონი, ვითარცა ოჴერ იქმნა იერუსალიმი,

10

საწყევარ სახლი წმიდაჲ ჩუენი და დიდებაჲ ჩუენი, რომელი აკურთხეს მამათა ჩემთა, იქმნა ცეცხლით მომწუარ და ყოველნი დიდებულებანი დაეცნეს.

11

და ამათ ყოველთა ზედა თავს-იდევ, უფალო, და დაიდუმე და დამამდაბლენ ჩუენ ფრიად.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566