ლოცვანი
აპლიკაცია

ესაია წინასწარმეტყველი, თავი 46

1

ჩაიღუნა ბელი, მოიკაკვა ნებო; მათი კერპები მხეცებს და პირუტყვებს აჰკიდეს. მძიმეა თქვენი სატარებელი, როგორც დაქანცული ცხოველის ტვირთი!

2

მოიკაკვნენ, ჩაიღუნენ ერთიანად, ვერ შეძლეს ტვირთის გადარჩენა და თავადაც ტყვეობაში წავიდნენ.

3

მისმინე, იაკობის სახლო და ისრაელის სახლის მთელო ნარჩომო, ჩემო აყვანილო მუცლიდანვე, საშოდანვე ჩემო ნატარებო:

4

შენს სიბერემდე მე იგივე ვარ და მოხუცობამდე მე გატარებ, მე შეგქმენი და მე აგიყვან, მე გატარებ და მე გადაგარჩენ.

5

ვის შემადარებთ, რომ გამისწოროთ? ვის გამიტოლებთ, რომ ვემსგავსო?

6

ქისიდან ჰყრიან ოქროს და ვერცხლს სასწორზე წონიან; ქირაობენ ოქრომჭედელს, რომ მისგან ღმერთი გააკეთებინონ. მერე ქედს უხრიან და თაყვანს სცემენ.

7

მხარზე შეიდგამენ და ატარებენ, მერე ჩამოდგამენ თავის ადგილზე. დგას და ადგილიდან არ იძვრის, შესძახიან და პასუხს არა სცემს, გასაჭირში ვერ ეშველება.

8

ეს გაიხსენეთ და გამაგრდით, გულთან მიიტანეთ, ცოდვილნო!

9

გაიხსენეთ წინანდელნი, დასაბამიერნი, რადგან მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა ღმერთი, არავინაა ჩემი მსგავსი.

10

დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ მომხდარა. ვამბობ: აღსრულდება ჩემი განზრახული და ყოველ სურვილს ავასრულებ.

11

გამოვიხმობ აღმოსავლეთიდან ონავარ ფრინველს, შორი ქვეყნიდან - ჩემი განზრახულის აღმსრულებელს; ვთქვი და დიაღაც მოვახდენ; დავსახე და დიაღაც გავაკეთებ.

12

მისმინეთ მე, გულგაკერპებულნო, სიმართლეს განშორებულნო!

13

მოვაახლოვე ჩემი სიმართლე, შორს არ არის, და ჩემეული ხსნა არ დააყოვნებს. მე მივცემ ხსნას სიონს, და ისრაელს - ჩემს დიდებას!

1

დაეცა ბილ, შეიმუსრა დაგონ. იქმნეს ქანდაკებულნი მათნი მჴეცად და საცხოვრად აღიხუნენ იგინი შეკრულნი, ვითარცა ტჳრთი მაშურალისა და მშიერისა,

2

დაჴსნილისა, ვერშემძლებელისა ერთბამად, რომელნი ვერ შემძლებელ იქმნენ განრინებად ბრძოლისაგან, ხოლო იგინი თჳთ ტყუედ წარიხუნენ.

3

ისმინეთ ჩემი, სახლო იაკობისაო და ყოველო ნეშტო ისრაჱლისაო, აღღებულთა მუცლითგან და განსწავლულთა სიყრმითგან

4

ვიდრე სიბერემდე: მე ვარ და ვიდრემდის და-ცა-ჰბერდეთ, მევე ვარ, მიგითავსებ თქუენ. მე ვყავ და მე ულხინო, მე აღგამაღლნე და გაცხოვნნე თქუენ.

5

ვის მამსგავსეთ მე? იხილეთ, მოიჴელოვნეთ ცთომილთა

6

და შემკრებელთა ოქროსათა პავასიკისაგან ვეცხლსა სასწორისა მიერ, და აღსწონნეთ სასწორითა, და მომმიზდებელთა ოქროსმჭედლისათა შექმნნეს ჴელითქმნულნი და მოდრეკით თაყვანის-სცემენ მას.

7

აღიღებენ მას მჴართა ზედა და ვლენან. და უკეთუ დადვან იგი მჴართა ზედა, ეგოს და არა შეიძრას, და ვინცავინ ჴმა-ყოს მისდამი, არ შეისმინოს, ძჳრთაგან ვერ იჴსნის იგი.

8

მოიჴსენენით ესენი და სულთ-ითქუენით, შეინანეთ, ცთომილნი, მოიქეცით გულითა.

9

და გეჴსენნედ პირველნი საუკუნითგანნი, რამეთუ მე ვარ ღმერთი და არა სხვა თჳნიერ ჩემსა.

10

მიმთხრობელი პირველად უკუანასკნელთა წინავე ქმნისა მათისა, და ერთბამად შესრულდა და ვთქუ: ყოველი განზრახვა ჩემი დამტკიცდეს და ყოველნი, რაოდენნი განმიზრახვან, ვყვნე.

11

მწოდებელნი აღმოსავალთათა მფრინველსა, და ქუეყანისაგან შორიელისა, რომელთათჳს განმზრახველი: და ვიტყოდეცა, და მოვიყვანე, და აღვაგე და ვყავ, მოვიყვანე იგი და წარვმართე გზა მისი.

12

ისმინეთ ჩემი, რომელთა წარგიწყმედიეს გული შორიელთა სიმართლისაგან.

13

მივაახლე სიმართლე ჩემი, და არღარა განშორდეს ჭეშმარიტება და მაცხოვარება ჩემმიერი არ მივამყოვრო, მივეც შორის სიონისა მაცხოვარება ისრაელისა სადიდებელად.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566