ლოცვანი
აპლიკაცია

ესაია წინასწარმეტყველი, თავი 15

1

მოაბის განაჩენი. იმ ღამით, როცა გაძარცვეს ყარი, გაცამტვერდა მოაბი, რადგან იმ ღამით გაძარცვეს კირი, გაცამტვერდა მოაბი.

2

ავიდა ტაძრად და დიბონში, გორაკებზე სატირლად; ნებოზე და მედებაზე გოდებს მოაბი; ყველას თავი გადაპარსული აქვს, წვერები ყველას მოკვეცილი აქვს.

3

ქუჩებში ჯვალო არტყიათ, ბანებზე და მოედნებზე ყველა გოდებს, ცრემლად იღვრებიან.

4

კივის ხეშბონი და ელყალე, იაჰაცას წვდება მათი ხმა; ამიტომ აყვირდნენ მოაბის მებრძოლები, შეშფოთებულია მისი სული.

5

ჩემი გული კვნესის მოაბზე, მისი დევნილნი ცოღარში აფარებენ თავს, ყეგლათ-შელიშიაში; რადგან მოთქმა-მოთქმით მიჰყვებიან ლუხითის აღმართს, რადგან განწირული ხმით კივიან ხორონაიმის გზაზე.

6

რადგან გაოხრდა ნიმრიმის წყლები, რადგან დაჭკნა ბალახი, განადგურდა მდელო, მწვანე აღარ არის.

7

ამიტომ ტირიფთა ხევიც კი წაიღებს მათ ნარჩენებს და მარაგს.

8

დაუარა მოთქმამ მოაბის საზღვრებს, გოდება მისწვდა ეგლაიმს და გოდება მისწვდა ბეერ-ელიმს.

9

რადგან სისხლით აივსო დიმონის წყლები, რადგან ამას არ ვაკმარებ დიმონს, ლომებს მივუსევ მოაბის ნარჩომს და მიწის ნატამალს!

1

სიტყვა ძჳნად მოაბელასი - ღამე წარწყმდეს მოაბელა, რამეთუ ღამე წარწყმდეს ზღუდე მოაბელისი.

2

დაწუხენით თავთა ზედა თქუენთა, რამეთუ წარწყმდა დებონი, სადა ბომონი თქუენი აღეშენა. მუნ აღვედით ტირილად ნადავავსა ზედა და მიდავასა მოაბელაჲსსა ვალალაებდით, ყოველსა ზედა თავსა სიმტიერე, ყოველნი მკლავნი შეკუეთილებ.

3

უბანთა ზედა მისთა გარემოირტყთ ძაძები და იტყებდით ერდოებსა ზედა მისსა, და ურაკპარაკთა შორის მისთა. ყოველნი ვალალაებდით ტირილით.

4

რამეთუ ღაღად-ყო ესსევონმან და ელეალამან, ვიდრე იასსამდე ისმა ღაღადება მათი. ამისთჳს წელნი მოაბელისნი ჴმობენ, სულმან მისმან ცნას.

5

გული მოაბელაჲსი ჴმობს თავსა შორის თჳსსა, ვიდრე სიგორამდე, რამეთუ დიაკეული არს სმნიერი, ხოლო აღსავალსა ზედა ლუითისასა მტირალნი აღვიდენ შორის გზასა არონიიმისასა. ჴმობს შემუსრვაჲ და საარება და შერყევაჲ.

6

წყალი ნევრიმისა ოჴერ იყოს, და თივა მისი ყოველი მოაკლდეს, რამეთუ თივა ნედლი არა იყოს.

7

ნუ ეგრეთცა ეგულების განრომა, რამეთუ დავასხნე ჴევნებსა ზედა არაბნი და მიიღონ იგი,

8

რამეთუ შეერთო ჴმობა საზღვრისა მოაბელისი თაილიიმსა და ვალალაები მისი ვიდრე ჯურღმულამდე ელიმისა,

9

რამეთუ იყოს, ვითარცა მფრინველისა აღფრინვებულისა, ბუდე მოშლისა ზედა არაბნი და აღვიღო თესლი მოაბისა და არიელისა და ნეშტი ადამაჲსა განვავლინო, ვითარცა ქუეწარმძრომელნი ქუეყანასა ზედა.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566