ლოცვანი
აპლიკაცია

ესაია წინასწარმეტყველი, თავი 3

1

რადგან, აჰა, მეუფე, ცაბაოთ უფალი, წაართმევს იერუსალიმს და იუდას სახსარს და სასოს, პურის მთელ სახსარს;

2

ვაჟკაცს და მეომარს, მსაჯულს და ქადაგს, მისანს და უხუცესს,

3

ორმოცდაათისთავს და დიდებულს, მრჩეველს და ბრძენ ხელოვანს, გრძნეულ შემლოცველს.

4

სარდლებად ბიჭ-ბუჭებს დავუდგენ და ქარაფშუტები იბატონებენ მათზე.

5

დაითრგუნება ხალხი, კაცი კაცს დაჩაგრავს, მოყვასი მოყვასს; ბავშვი გაუმედიდურდება მოხუცს, უღირსი - პატივდებულს.

6

რადგან კაცი დაიჭერს თავის ძმას თავის მამის სახლში: სამოსელი გქონია, გაგვიხდი მთავრად, შენს ხელთ ქვეშ იყოს ეს ნანგრევებიო.

7

დაიფიცებს იმ დღეს და იტჟვის: ვერ ვიქნები განმგებელი, არა მაქვსო სახლში პური, არც სამოსელი, ნუ დამადგენო ერის მთავრად.

8

რადგან დაემხო იერუსალიმი და დაეცა იუდა, რადგან მათი სიტყვა და საქმე შეურაცხყოფაა უფლისათვის, უპატიობაა მისი დიდების თვალში.

9

მათივე გამომეტყველება ამხილებს მათ და სოდომელებივით აცხადებენ თავიანთ ცოდვას, არ მალავენ, ვაი მათ სულს! ბოროტება მიაგეს საკუთარ თავს!

10

უთხარით მართალს, რომ სიკეთეს ეწევა, რომ ყველა თავის ნამოქმედარს შეჭამს.

11

ვაი უკეთურს, ბოროტეულს, რადგან მოიმკის თავისი ხელის ნამოქმედარს!

12

ჩემს ერს ბავშვები ჩაგრავენ და დიაცები უბატონდებიან. ჩემო ერო, შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზა-კვალი აგირიეს!

13

წარდგა სამხილებლად უფალი და დგას ხალხთა განსასჯელად.

14

უფალი მსჯავრს სდებს თავისი ერის უხუცესებს და თავკაცებს: თქვენ გააჩანაგეთ ვენახი, ღარიბ-ღატაკთაგან წართმეულით აგივსიათ სახლები.

15

რატომ თელავთ ჩემ ერს და აჭირვებთ ღარიბ-ღატაკთ? ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი.

16

თქვა უფალმა: რაკი გამედიდურდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებით და ურცხვი მზერით მიმოდიან, ლაღად მოსეირნობენ და ფეხებზე რგოლებს მოაჟღარუნებენ.

17

თავს გაუქაჩლებს მეუფე სიონის ასულთ და სარცხვინელს გაუშიშვლებს მათ.

18

იმ დღეს აართმევს მათ მეუფე ფეხსამკაულ შიბებს, თავსაკრავებს და ყელსაბამებს,

19

საყურეებს, სამაჯურებს და პირბადეებს,

20

მჯიღებს, ფეხსამკაულებს და სარტყლებს, სუნამოს ჭურჭლებს და ავგაროზებს,

21

ბეჭდებს და ნესტოს რგოლებს,

22

ძვირფას შესამოსელს, მოსასხამებს, მანდილებს და ქისებს,

23

სარკეებს, პერანგებს, თავსაბურველს და ხალათებს.

24

სურნელების ნაცვლად აუვად სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად ექნებათ ჯვალო, ნაწნავ-კულულების ნაცვლად სიქაჩლე, მოსასხამის ნაცვლად ტომარა, მშვენების ნაცვლად ცეცხლის დაღი.

25

შენი ვაჟკაცები მახვილისგან დაეცემიან და შენი გმირები ბრძოლაში დაიხოცებიან.

26

მისი კარიბჭენი მოჰყვებიან მოთქმას და გოდებას, თავად კი მტვერში იჯდება იავარქმნილი.

1

აჰა, მეუფჱ უფალი საბაოთ მოსპოლავს იერუსალემისაგან და იუდეასაგან შემძლებელსა მამაკაცსა და შემძლებელსა დედაკაცსა, ძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა,

2

გმირსა და შემძლებელსა, კაცსა მბრძოლსა და მსაჯულსა, და წინასწარმეტყველსა და მოჰაზრესა და მოხუცებულსა

3

და ერგასისთავსა და საკჳრველსა თანამზრახვალსა და ბრძენსა ხუროთმოძღვარსა და გულისხმის-მყოფელსა მსმენელსა.

4

და დავადგინნე ჭაბუკნი მთავრად მათდა და მემღერენი ეუფლებოდიან მათ.

5

და დაეცეს ერი, კაცი კაცისა მიმართ და კაცი მოყუსისა მიმართ მისისა, წარეკუეთოს ყრმა მოხუცებულისა მიმართ, უპატივოჲ პატიოსნისა მიმართ,

6

რამეთუ შეიპყრეს კაცმან ძმაჲ თვისი, ანუ სახლეული მამისა თვისისა მეტყუელმან: შესამოსელი გაქუს, წინამძღვარ ჩვენდა იქმენ და ჭამადი ჩვენი შენ ქუეშე იყოს.

7

და მიმგებელმან მას დღესა შინა თქვას: არა ვიყო მე თქვენდა წინამძღვარ, რამეთუ არა არს სახლსა შინა ჩემსა პური, არცა სამოსელი. არა ვიყო მე წინამძღვარ ერისა ამის.

8

რამეთუ დატევებულ იქმნა იერუსალემი, და იუდეაჲ დაეცა და ენანი მათნი უშჯულოებით უფლისა მიმართ ურწმუნოებენ.

9

მით, რამეთუ აწ დამდაბლდა დიდება მათი და სირცხჳლი პირისა მათისა აღუდგა მათ, და ცოდვა მათი, ვითარცა სოდომელთაჲ, მიუთხრეს და გამოაჩინეს ვაჲ სულისა მათისა მით, რამეთუ განიზრახეს განზრახვა ბოროტი ძჳნად თავთა მათთა.

10

და მეტყუელთა: შევკრათ მართალი, რამეთუ ძნელ საჴუმეველ არს ჩუენდა. აწ სადმე ნაშრომთა საქმეთა მათთასა ჭამდენ.

11

ვაჲ უშჯულოსა, ბოროტნი საქმეთაებრ მისთა თანა შთავიდენ მისსა.

12

ერო ჩემო, მეხარკენი თქვენნი მოგკუფხლვენ თქვენ! და მიმჴდელნი გეუფლებიან თქვენ. ერო ჩემო, მნეტარებელნი თქვენნი გაცთუნებენ თქვენ და კუალებსა ფერჴთა თქვენთასა აღაშფოთებენ.

13

არამედ აწ დადგის სასჯელად უფალი და დაადგინოს შჯად ერი თვისი.

14

თჳთ უფალი საშჯელად მოვიდეს მოხუცებულთა თანა ერისათა და მთავართა თანა მისთა, ხოლო თქვენ რად მოსწჳთ ვენაჴი ჩემი და ნატაცები გლახაკისაჲ, სახლთა შინა თქვენთა?

15

რად ჰმძლავრობთ თქვენ ერსა ჩემსა და პირსა გლახაკთასა არცხუენთ? ამას იტყჳს უფალი, მეუფჱ საბაოთ.

16

ამათ იტყჳს უფალი მათ წილ, რომელ ამაღლდეს ასულნი სიონისანი და ვიდოდეს ქედითა მაღლითა და წამის-ყოფითა თვალთათა, და სლვასა ფერჴთასა თანამთრეველნი სამოსელთანი და ფერჴებითა თანად მომღერალნი.

17

და დაამდაბლებს უფალი მთავრობათა ასულთა სიონისათა და უფალი გამოაცხადებს სახესა მათსა.

18

მას დღესა შინა და მოსპობს უფალი დიდებასა შემოსილებისა მათისასა და შეწყობილებასა მათსა.

19

და შესაკრველთა ფესუედთა და ქედისა სახუეველთა მკობილთა.

20

და მოსაბლარდნელსა და სამკაულსა პირისა მათისასა და შეწყობასა სამკაულისა დიდებისასა და დასტანაგებსა და სალტებსა და შეთხზულებსა

21

და ბეჭდებსა და სამარჯუნეებსა და საყურებსა

22

და პორფირისგარეთა და საშუალთა პორფირთა და ზედასასხმელთა სასახლეთა და საჩინოთა ლაკონიკურთა.

23

და ბისსონისათა და ჳაკინთისათა და ძოწეულთა და ბისსონსა ოქროჲსა თანა და ჳაკინთისა თანამოქსოილსა და თერისტროთა განტკეცილთა.

24

და იყოს ნაცვლად საყნოსისა ტკბილისა მტუერი და ნაცვლად სარტყლისა საბელი მოირტყა და ნაცვლად თავისსამკაულისა ოქროანისა სიმტიერე გაქუნდეს საქმეთათჳს შენთა. და ნაცვლად შესამოსლისა შუა პორფირისასა გარემოირტყა ძაძაჲ.

25

და ძე შენი უკეთესი, რომელი გიყვარს, მახჳლითა დაეცეს და შემძლებელნი თქვენნი მახჳლითა დაეცნენ.

26

და დამბალბდენ და გოდებდენ შთასადებელნი სამკაულისა თქვენისანი და დაშთე მხოლოჲ და ქვეყანად მიმართ დაიატაკდე.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566