ლოცვანი
აპლიკაცია

იგავნი სოლომონისა, თავი 9

1

სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა.

2

დაკლა თავისი საკლავი, გააზავა თავისი ღვინო და გაშალა თავისი ტაბლა,

3

გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან:

4

ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელებს კი უთხრა:

5

მოდით, დაპურდით ჩემი პურით და შესვით ჩემი განზავებული ღვინო.

6

მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანური გზით იარეთ.

7

ღვთისგმობელის დამრიგებელი დამცირებას იხვეჭს, ბოროტეულის მამხილებელი - შეურაცხყოფას;

8

ნუ ამხილებ ღვთისმგმობელს, თორემ შეგიძულებს; ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს;

9

მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება, ასწავლე მართალს და ცოდნას შეიმატებს.

10

უფლის შიში სიბრძნის სათავეა, სიწმინდეთა ცოდნა კი გონიერება.

11

რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები.

12

თუ ბრძენი ხარ, შენთვის ხარ ბრძენი, თუ ღვთისმგმობელი ხარ, შენვე აგებ პასუხს.

13

სულელი ქალი მყვირალაა, ბრიყვი და არაფრის მცოდნე;

14

თავისი სახლის კართან ტახტზე ზის, ქალაქის მაღლობზე,

15

რათა მოიწვიოს სწორი გზით მოარულნი;

16

ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელს იგი ეუბნება:

17

ტკბილია მოპარული წყალი, გემრიელია გადამალული პური.

18

არ კი იცის, რომ იქ აჩრდილნი არიან, რომ მისი წვეულნი შავეთის უფსკრულებში იმყოფებიან.

1

სიბრძნემან იშენა თავისა თჳსისა სახლი, და ქუეშე შეუდგნა მას შჳდნი სუეტნი,

2

და დაკლა თჳსი იგი საკლველი, და განზავა ტაკუკთა თჳსი იგი ღჳნოჲ და განმზადა თავისა თჳსისა ტაბლაჲ,

3

და წარავლინნა თჳსნი მონანი მოწოდებად მაღლითა ქადაგებითა ტაკუკთა ზედა

4

და ჰრქუა: რომელი არს უგუნურთაგანი, მოაქციენ ჩემდა; და ნაკლულევანთა გონებითა ჰრქუა:

5

მოედით, ჭამეთ პური ჩემი და ჰსუთ ღჳნოჲ, რომელი განგიზავე თქუენ.

6

დაუტევეთ უგუნურებაჲ და სცხონდეთ (მოიძიეთ გონიერებაჲ, რაჲთა ცხოველ იყვნეთ, წარიმართეთ მეცნიერებით გულისჴმის-ყოფაჲ),

7

რომელი ასწავებდეს უკეთურთა, მოიღოს თავისა თჳსისა გინებაჲ, და რომელი ამხილებდეს უღმრთოსა, შეიბილწოს თავი, და რომელი ამხილებდეს უღმრთოსა, სწყლავს მას.

8

ნუ ამხილებ უკეთურთა, რათა არა მოგიძულონ შენ; ამხილე ბრძენსა და შეგიყუაროს შენ; ეც ბრძენსა მიზეზ და უბრძნეს იყოს.

9

აუწყე მართალსა და შესძინოს შეწყნარებად.

10

დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა და ზრახვაჲ წმიდაჲ გონიერებაჲ (ხოლო ცნობაჲ შჯულისა გონებისაგან არს კეთილისა).

11

რამეთუ ამით სახითა მრავალ ჟამ სცხონდე და შეგეძინნენ წელნი ცხორებისა შენისანი.

12

შვილო, უკუეთუ ბრძენ იყო, თავისა შენისა ბრძენ იყო და მოყუასიცა, ხოლო უკუეთუ ბოროტ იყო, თავისა შენისა აღმოივსო ძჳრი მარტოდ. (შვილი წურთილი ბრძენ იყოს, ხოლო უგუნური მსახურად იჴუმიოს, რომელი ჰჴდებოდის სიცრუვესა, ესევითარი იგი ჰმწყსის ქართა და სდევს იგი მფრინველსა ფრთოვანსა, რამეთუ დაუტევნა გზანი თჳსისა ვენაჴისანი და ალაგთა თჳსისა ქუეყანისა საქმეთასა შესცთა და ვალს იგი ურწყულსა უდაბნოსა და ქუეყანასა განჩემებულსა წყურილითა და შეიკრებს იგი ჴელითა თჳსითა უნაყოფოებასა).

13

დედაკაცი უგუნური და ცხარი ნაკლულევან იყოს პურითა, რომელმან არა იცის სირცხჳლი,

14

რამეთუ დაჯდა იგი კართა ზედა სახლისა თჳსისათა, სავარძელთა ზედა განცხადებულად უბანთა ზედა

15

და მოუწესნ თანაწარმავალთა გზისათა, რომელთა წარუმართებიეს გზასა თჳსსა.

16

რომელი არს უგუნურ თქუენგანი, მოაქციენ ჩემდა. და ნაკლულევანთა გონებითა უბრძანებ, და ვეტყჳ:

17

პური ფარული ჯეროვნად ჭამეთ და წყალი ფარული ტკბილად სუთ.

18

ხოლო მან არა იცის, რამეთუ ქუეყანისა ნაშობნი მის მიერ მოისრვიან და ფსკერსა ჯოჯოხეთისასა მიიწევიან (არამედ ივლტოდე და ნუ დაჰყოვნი ადგილსა მას და ნუცა მიადგამ თუალთა შენთა მისსა მიმართ, რამეთუ ესრეთ თანაწარჰვლო ჴევი უცხოჲ და წიაღჰჴდე მდინარესა სხჳსასა, წყლისაგან უცხოჲსა განეშორე და წყაროჲსგან უცხოჲსა ნუ ჰსუამ, რათა მრავალ ჟამ სცხონდე და შეგეძინნენ შენ წელნი ცხორებისა შენისანი).

12345678910111213141516171819202122232425262728293031